მთავარისიახლეებიპოლიტიკასაკადრო ცვლილებები აჭარის, ქვემო ქართლის, სამეგრელო-ზემო სვანეთის და შიდა ქართლის პოლიციის მთავარ...

საკადრო ცვლილებები აჭარის, ქვემო ქართლის, სამეგრელო-ზემო სვანეთის და შიდა ქართლის პოლიციის მთავარ სამმართველოებში

Published on

შსს-ს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა ალექსანდრე ხვადაგიანმა აჭარის, ქვემო ქართლის, სამეგრელო-ზემო სვანეთის და შიდა ქართლის მთავარი სამმართველოების თანამშრომლებს ახალი ხელმძღვანელები წარუდგინა. 
 
საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის აჭარის მთავარ სამმართველოს – ლევან მაისურაძე, ქვემო ქართლის მთავარ სამმართველოს – კახაბერ ბუხრაძე, სამეგრელო-ზემო სვანეთის მთავარ სამმართველოს – ნიკოლოზ გადელია, ხოლო შიდა ქართლის მთავარ სამმართველოს – მიხეილ კალაძე უხელმძღვანელებს
 
.სამეგრელო-ზემო სვანეთის საპატრულო პოლიციის უფროსის პოსტი განთავისუფლდა მას შემდეგ, რაც   ყოფილი უფროსი დავით მჟავია, რომელიც ამ პოსტს მიმდინარე წლის მარტიდან იკავებდა,  სხვა თანამდებობაზე გადაიყვანეს.
პოლიციის ახალი უფროსი ნიკოლოზ გადელია  2016 წელს, ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის წალკის რაიონული სამმართველოს უფროსად მუშაობდა.
 
შინაგან საქმეთა მინისტრის გიორგი მღებრიშვილის განცხადებით, ეს საკადრო ცვლილებები  საპატრულო პოლიციაში დაწყებულ რეფორმას უკავშირდება.

სიახლეები

ბაღიდან გათავისუფლებული ხათუნა გოგუა ზუგდიდის მერს ღია წერილით მიმართავს

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ინგირის („წითელქუდას“) საბავშვო ბაღის დამფუძნებელი და ხელმძღვანელი ხათუნა გოგუა 2026 წლის...

ძალიან რთული აღმოჩნდა პოლიტიკაში ყოფნა -ოზურგეთის მერი გადადგა

 ოზურგეთის მერი გადადგა  ამის შესახებ პაატა კუნჭულიამ სოციალურ ქსელში დაწერა:  "მსურს, ვაცნობო საზოგადოებას, რომ მივიღე...

“გლოვოს“ კურიერზე თავდასხმის საქმეზე კიდევ 2 არასრულწლოვანი დააკავეს

“გლოვოს“ კურიერზე ძალადობის ბრალდებით კიდევ 2 არასრულწლოვანი დააკავეს, რომლებიც მიმალვაში იმყოფებოდნენ. საქმეზე სულ დაკავებულია...

ყალბ ოქროს ნივთებს ალომბარდებდნენ და თანხას იღებდნენ – დაკავებულია 2 პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის გარდაბნის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის...