მთავარისიახლეებისაზოგადოებაროგორ იქცა პრემია დანამატად და რა მნიშვნელობა აქვს, რას დაარქმევ საჯარო...

როგორ იქცა პრემია დანამატად და რა მნიშვნელობა აქვს, რას დაარქმევ საჯარო მოხელის გაზულუქებას ჩვენი გადასახადების ხარჯზე?

Published on

,,ეს იყო წარსულის მემკვიდროება, რომლიდანაც ამოსვლა მარტივად არ იყო შესაძლებელი". – განაცხადა დღესე კონომიკის მინისტრმა გიორგი გახარიამ პრემიებთან და დანამატებთან დაკავშირებით. ასე გამოეხმაურა იგი   აუდიტის ანგარიშს, რომლის მიხედვით  2016 წელს საჯარო სექტორში 251 მილიონის დანამატები და 67 მილიონის პრემია გაიცა. 
აუდიტის ანგარიში აჩვენებს, რომ საჯარო უწყებები სულ უფრო მეტად ერიდებიან მათ თანამშრომლებზე პრემიების გამოწერას, მის სანაცვლოდ კი მათ სახელზე დანამატებს წერენ. ეკონომიკის მინისტრის თქმით, ყველას ესმის, რომ "რეალურად ერთი ადგილიდან მეორეში გადატანით ბევრი არაფერი არ იცვლება". 

 
"რა თქმა უნდა მაღალკვალიფიციურ თანამშრომელს, მაღალკვალიფიციურ გუნდის წევრებს სჭირდებათ შესაბამისი ანაზღაურება, თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ პრემიერბი უნდა იყოს რაღაც. ეს უნდა იყოს ყველაფერი გამჭვირვალედ, რაც მთავარია და დარწმუნებული ვარ, რომ ამ მიმართულებით მივდივართ. რაც ახლა კეთდება საჯარო სამსახურის რეფორმასთან მიმართებაში არის ძალიან სერიოზული ნაბიჯი. უახლოეს პერიოდში ვფიქრობ, რომ მსგავსი თემებიც არ იქნება აქტუალური. იყო რაღაც წარსული მემკვიდრეობა რომლიდანაც ამოსვლა მარტივად არ იყო შესაძლებელი და ხდებოდა რაღაც ფორმებით ამ თემების რეგულირება. ახლა ვიცით რომ საჯარო სამსახურის შესახებ რეფორმა დაწყებულია დასრულდება და ყველაფერი იქნება ღია და გამჭვირვალე", – ამბობს ეკონომიკის მინისტრი.
 
შეგახსენებთ, 2014 წელს მთავრობამ პრემიებთან დაკავშირებით გამოსცა დადგენილება – "საჯარო დაწესებულებებში პრემიის ოდენობის განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ." მისმა ამოქმედებამ, შეზღუდა საჯარო დაწესებულებებში დასაქმებულ პირებზე პრემიის სახით გაცემული თანხების ოდენობა, თუმცა ამავე დროს, აღნიშნული რეგულაციის ძალაში შესვლის შემდეგ, ზრდის ტენდენციით ხასიათდება დანამატის სახით გაცემული საბიუჯეტო სახსრების მოცულობა.
გენერალური აუდიტის  ანგარიშის მიხედვით 2014-2016 წლებში პრემიების და დანამატების დინამიკა ასე გამოიყურება:
 
პრემიები:
2014 – 106 მილიონი ლარი
2015 – 73 მილიონი ლარი
2016 – 67 მილიონი ლარი
დანამატები:
2014 – 182 მილიონი ლარი
2015 – 230 მილიონი ლარი
2016 – 251 მილიონი ლარი
 
როგორც ხედავთ, არცარაფერი შეცვლილა სახელის გარდა – პრემია დანამატად იქცა და რა მნიშვნელობა აქვს  რას დაარქმევ საჯარო მოხელის  გაზულუქებას ჩვენი გადასახადების ხრჯზე? 

სიახლეები

ჰონგკონგში, კორპუსებში გაჩენილი ხანძრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა იზრდება

ჰონგ-კონგში საცხოვრებელ კორპუსებში გაჩენილი ხანძრის შედეგად დაღუპული ადამიანების რიცხვი 13-მდე გაიზარდა, - ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს. გამოცემის...

ყველა ბრალს ვაღიარებ, ოღონდ ის ათეულობით ადამიანი გამოუშვით, ვინც ღობეს ხელი მოკიდა – ზოდელავა

მზად ვარ, ყველა მუხლის აღიარებაზე, ოღონდ ეს ათეულობით ადამიანი, ვიღაცამ რომ ღობეს ხელი მოკიდა,...

შელახული ღირსების აღდგენის გამოსავალი წყლის ძალაში ვნახე – ნიკა მელია

შვანგირაძეს არ გამოუვლენია მინიმალური დაინტერესებაც კი, თუ როგორ აღმოვჩნდი გალიაში, შელახული ღირსების აღდგენის გამოსავალი...

ნიკა მელიას 1 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯეს

სასამართლომ ნიკა მელიას 1 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯა. გადაწყვეტილება მოსამართლე ელენე გოგუაძემ...