სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწების უცხო ქვეყნის მოქალაქეებზე გასხვისებაზე მორატორიუმის გამოცხადებას არაერთგვაროვანი შეფასებები მოყვა – ერთი მხრივ იმრავლა სამშობლო მიწის ჰეროიკული დაცვის პათოსმა, მეორე მხრივ ამ საკითხის განსჯამ ცივი გონებით, რაც შესაძლოა უფრო მეტადაც უკავშირდებოდეს გულს, ვიდრე ეგზალტირებული ოპონენტების მუშტების ბრაგუნი გულზე.
პაატა შეშელიძე , "ახალი ეკონომიკური სკოლის" პრეზიდენტი: ეს გადაწყვეტილება ეკონომიკური ცოდნის დეფიციტის შედეგია. ხელისუფლება ამ გადაწყვეტილებით უკრძალავს საკუთარ მოსახლეობას, რომ საჭიროების შემთხვევაში მიწა ყველაზე ძვირად დააფასოს.
„სინამდვილეში ასეთი გადაწყვეტილება მოქალაქეთა შეზღუდული რაოდენობისთვის, მდიდარი ქართველებისთვის პრივილეგიის მინიჭებაა. რადგან ყოველთვის ექნებათ შესაძლებლობა ბევრად იაფად იყიდონ მიწა ღარიბი ქართველისგან, ვიდრე სხვა შემთხვევაში იყიდდნენ. თუ უცხოელი მიწას ყიდულობს, ის იურიდიულად მაინც საქართველში რჩება, ზურგით ხო ვერ წაიღებს. ამ გადაწყვეტილებით მივიღებთ, რომ ფასის თავისუფლება შეიზღუდება და თუ მაგალითად სესხის აღება ან დაგირავება მოგვინდება, მიწას, ძვირად შეფასების ნაცვლად იაფად შეგვიფასებენ. გარდა ამისა, დიდი ხანია ურბანული მიწები თავისუფალი ყიდვა-გაყიდვის საგანია, თუმცა, ინვესტორს სანთლით ვეძებთ. რა განასხვავებს სასოფლო დანიშნულების მიწებს – გაგიჟდება ვინმე, იყიდის და არ გამოიყენებს?!,“
ნიკა რურუა, ნაცუონალური მოძრაობის წარმომადგენელი: მიწის არგაყიდვა უცხოელებზე წარმოადგენს ფსბ-ს მითის წარმატებულ რეალიზაციას აქ (მაგვარად მითისა "ვაზი გაჩეხეს!" ან "ქართველობას გვართმევენ!") და ქართველების მითიურ აზროვნებაში გაჭედვას, ისევე როგორ რეალური პრობლემებიდან ირაციონალურ შიშებზე ფიქსაციას.
P.S. ქართული ექსპორტის პირველ ხუთეულში სწორედ ის პროდუქტებია – თხილი და ღვინო – რომელიც უცხოელებზე მიყიდულ მიწებზე გახსნილ კომპანიებშია მოყვანილი (მაგალითად, "ნესტლე", "ფერერო-როშე") და ჩვენს ეკონიმიკაში სერიოზური წვლილი შეაქვთ.
ასევე, მოქმედი კონსტიტუციით სახელმწიფო სახელმწიფოს ყოველთვის აქვს უფლება ნებისმიერი საკუთრების ჩამორთმევისა აუცილებლობის შემთხვევაში სამართლიანი კომპენსაციის გზით.
რენო სირაძე, მხატვარი დასაზოგადო მოღვაწე, პრეზიდენტ ზვიად გამსახურდიას ყოფილი წარმომადგენელი ფინეთში : უცხოელებზე მიწების მიყიდვაზე რომ არის წიოკი, სანამ აწიოკდებოდენ, ისეთი ქვეყნის გამოცდილებას მაინც გაეცნონ, როგორიც ფინეთია:
ფინეთში უცხო ქვეყნის მოქალაქისათვის ნებადართულია მიწის საკუთრებაის უფლება, ოღონდ ასეთი წინაპირობით- სახელმწიფოს შეუძლია მისი იძულებითი გამოსყიდვა, თუ ამის დასაბუთებული აუცილებლობა იქნება
დავით ნებიერიძე, . ეკონომიკის ექსპერტი, საზოგადოებრივი მოძრაობა „ივერია“-ს წევრი: ქოცებმა სასოფლო სამეურნეო დანიშნულების მიწის უცხოელებზე გაყიდვა კონსტიტუციურად აკრძალეს. რას ნიშნავს ეს?
ნელა-ნელა შემოგაპარებთ:
1. ვისაც მიწა კერძო საკუთრებაში გაქვთ და განიხილავთ როგორც კაპიტალს, იცოდეთ რომ ქოცებმა თქვენი კაპიტალის ღირებულება ერთი ხელის მოსმით გაგინახევრეს. პატარა განმარტებასაც მოვაყოლებ: სერიოზულად შემცირდება მოთხოვნა ასეთ მიწაზე, რის შედეგადაც დაეცემა ფასები. ამიტომ, თუ თქვენ გადაიხადეთ 2 ათასი დოლარი ჰექტარში, ახლა მისი ფასი სადღაც 1 ათას დოლარამდე დაეცემა. გილოცავთ გაკოტრებისკენ გადადგმულ დიდ ნაბიჯს…