მთავარისიახლეებიმსოფლიო,,კონსერვატორებმა'' ბრიტანეთის პარლამენტში ვერ შეძლეს აბსოლუტური უმრავლესობის მოპოვება

,,კონსერვატორებმა” ბრიტანეთის პარლამენტში ვერ შეძლეს აბსოლუტური უმრავლესობის მოპოვება

Published on

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ტერეზა მეი გადადგომას არ აპირებს, მიუხედავად იმისა, რომ „კონსერვატიულმა პარტიამ“ ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების შედეგად პარლამენტში უმრავლესობა დაკარგა.-  აღნიშნულის შესახებ BBC და Sky News წყაროებზე დაყრდნობით იუწყებიან. 
 
დიდი ბრიტანეთის ოპოზიციური, „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერმა ჯერემი კორბინმა ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების წინასწარი შედეგების გამოცხადების შემდეგ, პრემიერ-მინისტრს ტერეზა მეის გადადგომისკენ მოუწოდა.
„პრემიერ-მინისტრმა ვადამდელი არჩევნები დანიშნა, ვინაიდან ახალი მანდატის მიღება სურდა. ის, რაც მან მიიღო „კონსერვატორების“ დაკარგული ადგილები და ხმებია, დაკარგული მხარდაჭერაა. ვფიქრობ, ეს საკმარისია, რათა ის გადადგეს“, – განაცხადა ჯერემი კორბინმა. 
 
დიდ ბრიტანეთში გუშინ გამართულ ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებში, წინასწარი შედეგებით, „კონსერვატორებმა“ 309 ადგილი მიიღეს. მიუხედავად გამარჯვებისა, მათ  ვერ შეძლეს აბსოლუტური უმრავლესობის მოპოვება. მეორე ადგილზე 258 მანდატით „ლეიბორისტული პარტია“ გავიდა.
 
 
 

სიახლეები

სასამართლომ გახარიასთვის აღკვეთის ღონისძიების სახით დაუსწრებლად შეფარდებული პატიმრობა ძალში დატოვა

თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ ნატო ხუჯაძემ 20 ივნისის საქმეზე გიორგი გახარიასთვის აღკვეთის ღონისძიების სახით...

იტალიაში ქურდობისთვის ქართველი კაცი დააკავეს

იტალიაში ვერონას კარაბინერებმა (ადგილობრივი პოლიცია) ქართველი კაცი დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს. მედიის...

კოლუმბიის პრეზიდენტი ტრამპთან შეხვედრას დათანხმდა

კოლუმბიის პრეზიდენტი, გუსტავო პეტრო აცხადებს, რომ აშშ-ს პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის შეთავაზებას დათანხმდა. ისინი ვაშინგტონში გამართავენ...

რუსული მედიის მტკიცებით, აშშ-ის მიერ დაკავებული ნავთობტანკერის კაპიტანი საქართველოს მოქალაქეა

რუსულ მედიასა და ომის მხარდამჭერ რუსულ ტელეგრამ არხებზე ვრცელდება ინფორმაცია, იმის შესახებ, რომ აშშ-ის...