მთავარისიახლეებისაზოგადოებაუმაღლესი განათლების მქონე პირებს საჯარო მოხელის თანამდებობის დასაკავებლად სერტიფიცირება შეიძლება აღარ...

უმაღლესი განათლების მქონე პირებს საჯარო მოხელის თანამდებობის დასაკავებლად სერტიფიცირება შეიძლება აღარ მოეთხოვოთ

Published on

პირებს, რომლებსაც უმაღლესი განათლება გააჩნიათ ან ეროვნული გამოცდები წარმატებით აქვთ ჩაბარებული, საჯარო მოხელის თანამდებობის დასაკავებლად სერტიფიცირება არ მოეთხოვებათ – პარლამენტში, მთავრობის მიერ  უკვე ინიცირებულია  შესაბამისი ცვლილება  ”საჯარო სამსახურის შესახებ” კანონში.
 
პროექტის მიხედვით, მოხელის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად გამოცხადებულ კონკურსში მონაწილეობისას, მოხელის სერტიფიკატი არ მოეთხოვება უმაღლესი განათლების მქონე პირს და პირს, რომელსაც წარმატებით აქვს ჩაბარებული ერთიანი ეროვნული გამოცდები. 
 
შეგახსენებთ, რომ  მოხელის სერტიფიკატი არის საჯარო სამსახურში მოხელის თანამდებობაზე დასაქმების მსურველისათვის აუცილებელი ზოგადი უნარებისა და ცოდნის დამადასტურებელი დოკუმენტი, რომელიც სერტიფიცირების წარმატებით გავლის შედეგად გაიცემა.  ეს სიახლე 
 შემოდოდა ახალი კანონით , რომელიც მიმდინარე წლის 1-ელი ივლისიდან უნდა ამოქმედდეს, თუმცა, როგორც ჩანს, მთავრობამ ესეც გადაიფიქრა – ჯერჯერობით  სერტიფიკაციის ვალდებულებისგან თავისუფლდებიან  აღნიშნული კატეგორიის  სპეციალისტები –  მიზეზად   ადმინისტრაციული ხარჯების დაზოგვა სახელდება.
 
 

სიახლეები

პოლონეთი საქართველოს, კოლუმბიისა და ვენესუელას მოქალაქეებისთვის ვიზებს აწესებს

პოლონეთი საქართველოს, კოლუმბიისა და ვენესუელას მოქალაქეებისთვის ვიზებს აწესებს. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია საგარეო...

ზებრა გალიიდან პატრონს აუჯანყდა და იქიდან მიაფურთხა – სააკაშვილი

“ნახეთ რა მომხდარა - ზებრა გალიიდან პატრონს აუჯანყდა და იქიდან მიაფურთხა. ხოდა ახლა პატრონი...

უცხო ქვეყნის 67 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს

ბოლო დღეების განმავლობაში, უცხო ქვეყნის 67 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს - ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო...

კობახიძე ადასტურებს, რომ ოკუპირებულ აფხაზეთში საწვავის შეტანა მთავრობასთან იყო შეთანხმებული

ირაკლი კობახიძე ისევ ადასტურებს, რომ ოკუპირებულ აფხაზეთში საწვავი მთავრობასთან შეთანხმებით გავიდა. ამის შესახებ მან...