მთავარისიახლეებისაზოგადოებარუსთავი 2-ში საგანგებო თათბირი მიმდინარეობს

რუსთავი 2-ში საგანგებო თათბირი მიმდინარეობს

Published on

სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი2“-ში საგანგებო თათბირი დაინიშნა, – აღნიშნულის შესახებ  ”რუსთავი 2”-ის თანამშრომლები ამბობენ. 
 მათი ნაწილი აცხადებს, რომ თათბირზე მთავარი თემა არხის გენერალური დირექტორის გადადგომის საკითხი იქნება, ნაწილი კი ამბობს, რომ ნიკა გვარამია ჯერჯერობით ”რუსთავი 2”-ის შენობაში არ იმყოფება. 
 
რამდენიმე წუთის წინ ტელეკომპანიის შენობაში შევიდნენ გენერალური დირექტორის მოადგილე ზაალ უდუმაშვილი, საინფორმაციო სამსახურის უფროსი ნოდარ მელაძე, კომპანიის ადვოკატები თამთა მურადაშვილი და დიმიტრი საძაგლიშვილი. ასევე, კომპანიაში შევიდნენ არხის საინფორმაციო სამსახურის თანამშრომლები. შესვლამდე არხის გენერალური დირექტორის მოადგილეს, ზაალ უდუმაშვილს ჟურნალისტებთან კომენტარი არ გაუკეთებია. 
ნიკა გვარამიას გადადგომის შესახებ ინფორმაცია ცოტა ხნის წინ გავრცელდა. 

სიახლეები

არ გამოვრიცხავ, ამ პოსტზე დიდი ხანი არ ვიყო-მდინარაძე

ივანიშვილის წარმომადგენელმა, მამუკა მდინარაძემ მის მორიგ ახალ თანამდებობასთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა. ის ამბობს, რომ...

შინდისის ბრძოლიდან 18 წელი გავიდა

18 წელი შინდისის ბრძოლიდან-დღეს აგვისტოს ომის ყველაზე ტრაგიკული დღეა. შინდისთან, რუსეთის 53-ე არმიასთან უთანასწორო...

TI: ალექსანდრე ელისაშვილის ქმედებაში ტერორისტული მიზანი არ იკვეთება

"საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ“ ალექსანდრე ელისაშვილის საქმის მასალები და თბილისის საქალაქო სასამართლოს განაჩენი შეისწავლა....

კოლუმბიაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობამ 160-ს გადააჭარბა

კოლუმბიაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობამ 160-ს გადააჭარბა - ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს და წერს, რომ...