მთავარისიახლეებისაზოგადოებალეილა მუსტაფაევა მისთვის და მისი მეუღლისთვის დაზარალებულის სტატუსის მინიჭებას ითხოვს

ლეილა მუსტაფაევა მისთვის და მისი მეუღლისთვის დაზარალებულის სტატუსის მინიჭებას ითხოვს

Published on

აზერბაიჯანელი ჟურნალისტის, აფგან მუხტარლის მეუღლე, ლეილა მუსტაფაევა, საქართველოს პროკურატურისგან  მისთვის და მისი მეუღლისთვის დაზარალებულის სტატუსის მინიჭებას ითხოვს.ოფიციალური მიმართვა საგამოძიებო უწყებაში უკვე შეტანილია. აფგან მუხთარლის მეუღლე დარწმუნებულია, რომ მომხდარი მათი ერთობლივი ჟურნალისტური საქმიანობის შედეგია, შესაბამისად არ გამორიცხავს, რომ აფგანთან ერთად ისიც გაეტაცებინათ.
„სამწუხაროდ, პროკურატურას არ გაუცია პასუხი ჩვენს მოთხოვნაზე აფგან მუხთარლის საქმის გამოძიების შესახებ. ჩემი მეუღლის მტკიცებით, ის კრიმინალური პოლიციის წარმომადგენლებმა გაიტაცეს და ამ ფაქტს პოლიცია იძიებს. აშკარად იკვეთება ინტერესების კონფლიქტი, ამიტომ ეს საქმე პროკურატურას უნდა გადაეცეს. კვლავ არაფერი არ ვიცით გამოძიების მიმდინარეობის შესახებ. დარწმუნებული ვარ, რომ ფაქტების ფალსიფიცირება მოხდება. საქმის გამოძიებაზე მთელის პასუხისმგებლობა პრემიერ-მინისტრსა და ძალოვანი უწყებების მინისტრებს ეკისრებათ. დღეს ჩემმა ადვოკატმა პროკურატურას ჩემთვის და აფგან მუხთარლისთვის დაზარალებულების სტატუსის მინიჭების მოთხოვნით მიმართა. თუკი დაზარალებულებად არ გვაცნობენ, მაშინ რა საჭიროა პირადი დაცვა, რომელსაც ქართული მხარე გვთავაზობს,” – განაცხადა მუსტაფაევამ.გადაწყვეტილების მისაღებად პროკურატურას 48-საათიანი ვადა აქვს. პარალელურად დაკავებული აზერბაიჯანელი ჟურნალისტის ოჯახი ამ დრომდე ელოდება პასუხს პროკურატურისგან, გადაიბარებს თუ არა საქმეს.„იმით, რომ საქართველოს პროკურატურა არ იქვემდებარებს ამ საქმეს და არ იძიებს, ამით სამართლებრივად ხდება იმის აღიარება, რომ ვერსია სამართალდამცავების მონაწილეობის ამ საქმეში არც კი განიხილება. ვითხოვთ საქართველოს პროკურატურისგან, რომ დაზარალებულის სტატუსი მიენიჭოს ასევე ქალბატონ ლეილა მუსტაფაევას, ვინაიდან ისიც ანალოგიურად არის ჟურნალისტი, ეწევა ჟურნალისტურ საქმიანობას და ის თვლის, რომ აღნიშული გატაცება მის წინააღმდეგაც არის მიმართული,“ – განაცხადა არჩილ ჩოფიკაშვილმა.

სიახლეები

F-15-ის პილოტის გადასარჩენად – აშშ-ის უნიკალური ღამის ოპერაცია მტრის ზურგში

ოთო კონჯარია აშშ-ს შეიარაღებულმა ძალებმა ბრწყინვალე, წარმოუდგენლად რთული ოპერაცია ჩაატარა და ირანის ტერიტორიიდან ჩამოგდებული...

აზერბაიჯანელ ჟურნალისტს აფგან სადიგოვს საქართველოდან აძევებენ

აზერბაიჯანელ ჟურნალისტს აფგან სადიგოვს, რომელიც ფეისბუქზე პოლიციის შეურაცხმყოფელი პოსტის გამოქვეყნების გამო თბილისში დააკავეს, სასამართლო...

ქმრის მკვლელობის ბრალდებით დაკავებულ ტიკტოკერს 20 წლით პატიმრობა მიუსაჯეს

ქმრის მკვლელობის ბრალდებით დაკავებულ „ტიკტოკერს“, თეკლა გერსამიას 20 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა - მას...

სეს აცხადებს, რომ ზუგდიდში ყველა ძაღლი დააბრუნა, ადგილობრივებს კი კითხვები აქვთ

ზუგდიდში სურსათის ეროვნულმა სააგენტომ დამატებით 17 ძაღლი დააბრუნა. და უწყების ინფორმაციით, ქალაქიდან წაყვანილი ყველა,...