მთავარისიახლეებისაზოგადოებაგვარამია მიდის, ნაყოფია მოდის?!

გვარამია მიდის, ნაყოფია მოდის?!

Published on

ჯერჯერობით არ დასტურდება, თუმცა არსებული ინფორმაციით სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2-ის გენერალუირმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ თანამდებობა დატოვა. 
გავრცელებული ინფორმაციით,  ამის შესახებ მან ტელევიზიის თანამშრომლებს რამდენიმე წუთის წინ საგანგებო თათბირზე აცნობა. უკვე გადაწყვეტილია, რომ გვარამიას “ნაციონალური მოძრაობის” წევრი, პარლამენტის დეპუტატი კობა ნაყოფია შეცვლის.
ამ დრომდე ნიკა გვარამიას და კობა ნაყოფიას ტელეფონები მომსახურების ზონიდან გასულია. 
პარალელურად ვრცელდება ინფორმაცია, რომ “რუსთავი 2”-ში დიდი საკადრო ცვლილებები გვარამიას წასვლით არ დასრულდება. არ არის გამორიცხული, რომ არხი რამდენიმე ცნობილმა სახემაც დატოვოს.
აღსანიშნავია, რომ გუშინ ტელეკომპანიის საინფორმაციო სამსახურის უფროსიც შეიცვალა – გიორგი ლაფერაშვილი ამ თანამდებობაზე ნოდარ მელაძემ ჩაანაცვლა.
 

სიახლეები

აშშ-ის საჰაერო ძალების სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავი მოსკოვის აეროპორტში დაეშვა

აშშ-ის საჰაერო ძალების Boeing C-17 Globemaster III სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავი მოსკოვის ვნუკოვოს აეროპორტში დაეშვა. ამის...

ღარიბაშვილის საქმეზე წინასასამართლო სხდომა 19 ოქტომბერს გაიმართება

ირაკლი ღარიბაშვილის საქმეზე წინასასამართლო სხდომა 19 ოქტომბერს, 11 საათზე გაიმართება. დღევანდელ პროცესს არ ესწრებოდა ბრალდებული...

29 481 აბიტურიენტი სტუდენტი გახდა-ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგები ცნობილია

გამოცდების ეროვნული ცენტრი აბიტურიენტთა ჩარიცხვის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს - ირკვევა, რომ 2026 წელს ერთიანი...

ბრალდება წარედგინა კაცს, რომელიც არასრულწლოვან შვილებს მოწყალების თხოვნას აიძულებდა

ბრალდება წარედგინა კაცს, რომელიც არასრულწლოვან შვილებს ძალადობის გამოყენებით მოწყალების თხოვნას აიძულებდა, თანხას კი ისაკუთრებდა....