ჯერჯერობით არ დასტურდება, თუმცა არსებული ინფორმაციით სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2-ის გენერალუირმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ თანამდებობა დატოვა.
გავრცელებული ინფორმაციით, ამის შესახებ მან ტელევიზიის თანამშრომლებს რამდენიმე წუთის წინ საგანგებო თათბირზე აცნობა. უკვე გადაწყვეტილია, რომ გვარამიას “ნაციონალური მოძრაობის” წევრი, პარლამენტის დეპუტატი კობა ნაყოფია შეცვლის.
ამ დრომდე ნიკა გვარამიას და კობა ნაყოფიას ტელეფონები მომსახურების ზონიდან გასულია.
პარალელურად ვრცელდება ინფორმაცია, რომ “რუსთავი 2”-ში დიდი საკადრო ცვლილებები გვარამიას წასვლით არ დასრულდება. არ არის გამორიცხული, რომ არხი რამდენიმე ცნობილმა სახემაც დატოვოს.
აღსანიშნავია, რომ გუშინ ტელეკომპანიის საინფორმაციო სამსახურის უფროსიც შეიცვალა – გიორგი ლაფერაშვილი ამ თანამდებობაზე ნოდარ მელაძემ ჩაანაცვლა.