მთავარისიახლეებისამართალიდეპუტატებს პენიტენციურ დაწესებულებებში სპეციალური ნებართვის გარეშე შესვლის უფლება უნდა ჰქონდეთ - ენმ...

დეპუტატებს პენიტენციურ დაწესებულებებში სპეციალური ნებართვის გარეშე შესვლის უფლება უნდა ჰქონდეთ – ენმ -ს საკანომდებლო ინიციატივა

Published on

აჭარის უმაღლეს საბჭოში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატი გია აბულაძე საკანონმდებლო ორგანოს “პატიმრობის კოდექსში“ ცვლილებებთან დაკავშირებით ინიციატივით მიმართავს. აბულაძის განცხადებით, უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარესა და დეპუტატებს პენიტენციურ დაწესებულებებში სპეციალური ნებართვის გარეშე შესვლის უფლება უნდა ჰქონდეთ. გია აბულაძის თქმით, დღეს უფლებამოსილება მხოლოდ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარესა და მის მიერ უფლებამოსილ პარლამენტის წევრს აქვს. 
 
როგორც „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატი გია აბულაძე აცხადებს, აჭარის უმაღლეს საბჭოში ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიაა შექმნილი, რომელსაც ამ მიმართულებით არანაირი უფლებამოსილება არ გააჩნია. 
 
„უმაღლეს საბჭოში პენიტენციური დაწესებულებებიდან განცხადებები შემოდის და უმაღლესი საბჭო რეაგირებას ვერ ახდენს. ამავე დროს აჭარის უმაღლეს საბჭოში ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხთა კომისაა შექმნილი, რომელსაც ამ მიმართულებით არანაირი უფლებამოსილება არ გააჩნია, თუმცა მისი მთავარი მოვალეობაა დაიცვას ადამიანის უფლებები. კანონპროექტი უმაღლეს საბჭოში წარდგენილია და რეგლამენტით დადგენილი წესით დაიწყება განხილვა“,- განაცახდა გია აბულაძემ.
 

სიახლეები

პროკურატურა 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულ გიორგი კირვალიძესთან გაფორმებული საპროცესო შეთანხმების გაუქმებას ითხოვს

პროკურატურა 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულ გიორგი კირვალიძესთან გაფორმებული საპროცესო შეთანხმების გაუქმებას ითხოვს. - ამის...

ბრალდებებისთვისაც მზად ვართ, მთავარია, ეს ბრალდებები არ იყოს-მდინარაძე ღარიბაშვილზე

მოდი, მე მის მიზნებზე არ ვისაუბრებ, შევიკავებ ამისგან თავს, პატიმრობაში მყოფი კაცია და ვფიქრობ,...

ენგურის ხიდზე რიგითი მოქალაქეებისთვის საწვავის გადატანაზე შეზღუდვა მოქმედებს

მაშინ, როცა „ქართული ოცნება“ ოკუპირებულ აფხაზეთში საწვავის შეტანას ჰუმანიტარული მოტივითა და დეფიციტის აღმოფხვრის საჭიროებით...

თამარ ბაჩალიშვილის მამა საქმის ჩაფარცხვის 3 მაღალჩინოსანს ასახელებს

ვინ ჩაფარცხა თამარ ბაჩალიშვილის საქმე - გარდაცვლილი გოგოს მამა "ოცნების" 3 მაღალჩინოსნის გვარს ასახელებს....