მთავარისიახლეებისაზოგადოებადაუდასტურებელი ინფორმაციით, ნიკა გვარამიამ თანამდებობა დატოვა

დაუდასტურებელი ინფორმაციით, ნიკა გვარამიამ თანამდებობა დატოვა

Published on

On.ge-ს ხელთ არსებული ინფორმაციით, ტელეკომპანია რუსთავი 2-ის დირექტორმა, ნიკა გვარამიამ თანამდებობა დატოვა.
 
ამ წუთებში ყველა შესაძლო გზით ვცდილობთ ინფორმაციის გადამოწმებას.
 
ტელეკომპანიის ერთ-ერთმა მფლობელმა, გია ყარამანიშვილმა მას შემდეგ, რაც მოისმინა კითხვა გვარამიას გადაყენებაზე, უპასუხოდ გათიშა ტელეფონი.
 
ამასთან, არსებული ინფორმაციით,  ტელეკომპანიაში ამ წუთებში თათბირი მიმდინარეობს და გადადგომის შესახებ გვარამიამ სწორედ თათბირზე განუცხადა თანამშრომლებს.

აღსანიშნავია, რომ 18:00 საათიანი "კურიერის" შემდეგ ნიკა გვარამია "კურიერის" გუნდს შეხვდა და არხის ფინანსურ პრობლემებზე ესაუბრა, თუმცა განცხადება გადადგომაზე არ გაუკეთებია.სიტუაცია რამდენიმე საათში შეიცვალა, როცა ფინანსური პრობლემების გამო თანამშრომელთა ნაწილში გაჩენილი უკმაყოფილების მოსაგვარებლად "რუსთავი-2-ში" არხის ერთერთი მფლობელი გია ყარამანაშვილი მივიდა და კოლექტივთან ხელმეორე შეხვედრა შედგა. ამ შეხვედრაზე ნიკა გვარამიამ გადადგომის შესახებ განაცხადა.On.ge-ს ხელთ არსებული ინფორმაციით, ტელეკომპანია რუსთავი 2-ის დირექტორმა, ნიკა გვარამიამ თანამდებობა დატოვა.

 
ამ წუთებში ყველა შესაძლო გზით ვცდილობთ ინფორმაციის გადამოწმებას.
 
ტელეკომპანიის ერთ-ერთმა მფლობელმა, გია ყარამანიშვილმა მას შემდეგ, რაც მოისმინა კითხვა გვარამიას გადაყენებაზე, უპასუხოდ გათიშა ტელეფონი.
 
ამასთან, არსებული ინფორმაციით,  ტელეკომპანიაში ამ წუთებში თათბირი მიმდინარეობს და გადადგომის შესახებ გვარამიამ სწორედ თათბირზე განუცხადა თანამშრომლებს.
აღსანიშნავია, რომ 18:00 საათიანი "კურიერის" შემდეგ ნიკა გვარამია "კურიერის" გუნდს შეხვდა და არხის ფინანსურ პრობლემებზე ესაუბრა, თუმცა განცხადება გადადგომაზე არ გაუკეთებია.სიტუაცია რამდენიმე საათში შეიცვალა, როცა ფინანსური პრობლემების გამო თანამშრომელთა ნაწილში გაჩენილი უკმაყოფილების მოსაგვარებლად "რუსთავი-2-ში" არხის ერთერთი მფლობელი გია ყარამანაშვილი მივიდა და კოლექტივთან ხელმეორე შეხვედრა შედგა. ამ შეხვედრაზე ნიკა გვარამიამ გადადგომის შესახებ განაცხადა.

სიახლეები

აშშ-ის საელჩო: ამ ეტაპზე ვიზიტი არ გვაქვს გამოსაცხადებელი

საქართველოში შეერთებული შტატების საელჩოს ამ ეტაპზე არ აქვს ინფორმაცია ამერიკული მხარის მიერ საქართველოში აპრილში...

“დღეს ღამე მთელი ცივილიზაცია მოკვდება და აღარასდროს დაბრუნდება” – ტრამპი ირანზე

დღეს ღამე მთელი ცივილიზაცია მოკვდება და აღარასდროს დაბრუნდება. არ მინდა, რომ ეს მოხდეს, მაგრამ,...

სხვისი პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელებისთვის 1 პირი დააკავეს

პროკურატურის ცნობით, პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის ფაქტზე, ერთი ადამიანი დააკავეს. "სამეგრელო-ზემო სვანეთის საოლქო პროკურატურის მიერ...

ნიკოპოლში რუსული დრონი სამოქალაქო ავტობუსს დაეცა

უკრაინის დნეპროპეტროვსკის ოლქში, ქალაქ ნიკოპოლში, რუსული დრონი სამოქალაქო ავტობუსს დაეცა. თავდასხმას 3 ადამიანი ემსხვერპლა,...