მთავარისიახლეებიპოლიტიკაადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების დანიშვნა არჩევნებამდე მხოლოდ 60 დღით ადრე იქნება შესაძლებელი

ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების დანიშვნა არჩევნებამდე მხოლოდ 60 დღით ადრე იქნება შესაძლებელი

Published on

ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების დანიშვნა არჩევნებამდე მხოლოდ 60 დღით ადრე იქნება შესაძლებელი – ის 60 დღეზე ადრე ვერ დაინიშნება. ამასთან დაკავშირებით პარლამენტში უკვე ინიცირებულია “საარჩევნო კოდექსში“ შესატანი ცვლილებები, რომელიც “ქართული ოცნების“ დეპუტატებმა მოამზადეს. დღეს მოქმედი კოდექსით, პრეზიდენტი საკრებულოს, მერისა და გამგებლების მორიგ არჩევნებს, პრემიერ-მინისტრის კონტრასიგნაციით, მათი უფლებამოსილების ვადის გასვლამდე არაუგვიანეს 60 დღისა ნიშნავს, რაც იმას გულისხმობს, რომ არჩევნების დანიშვნა არჩევნებამდე 60-დღეზე ადრეც არის შესაძლებელი. პარლამენტში ინიცირებული პროექტით კი, თვითმმართველობის ორგანოთა არჩევნები მისი დანიშვნის დღიდან 60 დღის ვადაში უნდა გაიმართოს. კანონპროექტის ინიციატორები არიან პარლამენტის წევრები: ეკა ბესელია, გიორგი ვოლსკი, ვანო ზარდიაშვილი, ნინო გოგუაძე, ანრი ოხანაშვილი, ივლიანე წულაია, ლევან გოგიჩაიშვილი, გურამ მაჭარაშვილი, გიორგი ხატიძე, გია ბენაშვილი, დიმიტრი სამხარაძე, გედევან ფოფხაძე, დავით მათიკაშვილი, ოთარ ჩრდილელი, გიორგი კახიანი.
 

სიახლეები

არ გამოვრიცხავ, ამ პოსტზე დიდი ხანი არ ვიყო-მდინარაძე

ივანიშვილის წარმომადგენელმა, მამუკა მდინარაძემ მის მორიგ ახალ თანამდებობასთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა. ის ამბობს, რომ...

შინდისის ბრძოლიდან 18 წელი გავიდა

18 წელი შინდისის ბრძოლიდან-დღეს აგვისტოს ომის ყველაზე ტრაგიკული დღეა. შინდისთან, რუსეთის 53-ე არმიასთან უთანასწორო...

TI: ალექსანდრე ელისაშვილის ქმედებაში ტერორისტული მიზანი არ იკვეთება

"საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ“ ალექსანდრე ელისაშვილის საქმის მასალები და თბილისის საქალაქო სასამართლოს განაჩენი შეისწავლა....

კოლუმბიაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობამ 160-ს გადააჭარბა

კოლუმბიაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობამ 160-ს გადააჭარბა - ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს და წერს, რომ...