მთავარისიახლეებიმსოფლიოშეიარაღებული თავდასხმა ირანის პარლამენტზე და აიათოლა ჰომეინის მავზოლეუმზე

შეიარაღებული თავდასხმა ირანის პარლამენტზე და აიათოლა ჰომეინის მავზოლეუმზე

Published on

დღეს დილით,  ადგილობრივი დროით 09:00 საათზე ირანის პარლამენტში შეიარაღებული პირები  შეიჭრნენ და  ცეცხლი გახსნეს . ამასთან მათ მძევლად აიყვანეს პარლამენტის რამდენიმე თანამშრომელი.  
 
სროლის შედეგად დაიღუპა ერთი ადამიანი და  დაშავდა რვა. დაღუპული პარლამენტის დაცვის სამსახურის თანამშრომელია. როიტერი ავრცელებს განსხვავებულ ინფორმაციას დარუპულტა და დაშავებულთა შესახებ – მისი ინფორმაციით დაღუპულია 2  თანამშრომელი და დაჭრილია 3 ადამიანი. .
ირანის პოლიციამ პარლამენტის შენობაშივე  დააკავა ორი და ბლოკირებული ყავს ოთხი თავდამსხმელი.  
ერთერთი თვითმხილველი ამბობს რომ თავდამსხმელი სამი იყო, ერთი პისტოლეტით, დანარჩენი 2  კი კალაშნიკოვის ავტომატით იყო შეიარაღებული, ირანის პარლამენტის სხვა წევრი კი  საუბრობს ოთხ თავდამსხმელზე.
 
 სანამ პოლიცია პარლამენტში მიმდინარე მოვლენებზე იყო გადართული, თეირანის სამხრეთ ნაწილში, პარლამენტის შენობიდან 20 კილომეტრში კიდევ  ერთი შეიარაღებული პირი აიათოლა ჰომეინის მავზოლეუმში შეიჭრა და ცეცხლი გახსნა, შემდეგ კი წელზე შემოკრული შაჰიდის ქამარი აამოქმედა და დაიღუპა.  მავზოლეუმზე თავდასხმის შედეგად არიან დაშავებულები, მათი ზუსტი რაოდენობა დგინდება, ამ დროისათვის კი სახელდება ხუთი დაშავებული. 

 

 

სიახლეები

თბილისში აშშ-ს საჰაერო ძალების, სამხედრო თვითმფრინავი დაეშვა

თბილისის საერთაშორისო აეროპორტში, ამერიკის საჰაერო ძალების, სამხედრო თვითმფრინავი დაეშვა. ამის შესახებ მონაცემები flyradar 24-ის...

შსს-მ ნარკორეალიზაციაში ჩართული და მხარდამჭერი 108 პირი დააკავა

სპეცოპერაცია ქვეყნის მასშტაბით - შინაგან საქმეთა სამინისტრომ ბოლო 72 საათის განმავლობაში ნარკორეალიზაციაში ჩართული და...

საია- სტრასბურგის სასამართლომ “უცხოეთის აგენტების რეგისტრაციის აქტზე” საჩივრის არსებითი განხილვა დაიწყო

სტრასბურგის, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ "უცხოეთის აგენტების რეგისტრაციის აქტზე" (FARA) საიას და მედია ორგანიზაციების...

ყაჩაღობის ბრალდებით დედა-შვილი და კიდევ ერთი პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თელავის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჯგუფურად, ბინაში უკანონო...