მთავარისიახლეებისაზოგადოებაფოთში კოღოებს ებრძვიან

ფოთში კოღოებს ებრძვიან

Published on

 საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრ ში აცხადებენ, რომ  ფოთში კოღოებთან ბრძოლის პრევენციული ღონისძიებები დაიწყო.
 
ცენტრის წარმომადგენლის  ნინო ლეფსაიას თქმით,  გ ქალაქის მასშტაბით შენობა-ნაგებობები და დახურული სივრცეები ეკოლოგიურად უსაფრთხო პრეპარატით მუშავდება.
აღნიშნულ სამუშაოებს შესაბამისი ტექნიკით აღჭურვილი 25-კაციანი ჯგუფი ახორციელებს. 
 
,,ტრანსმისიული გზით გადამტან მწერებთან ბრძოლის პირველი ეტაპი ივლისის შუა რიცხვებში დასრულდება, მეორე ეტაპი კი აგვისტოს ბოლოს დაიწყება და სექტებრის ბოლომდე გაგრძელდება. შეწამვლა სპეციალური პრეპარატით ,,სოლფაკით“ ხდება, რომელიც ადამიანის ჯანმრთელობისთვის საზიანო არ არის“, – აღნიშნა ნინო ლეფსაიამ.
 
კოღოებთან ბრძოლის პრევენციული ღონისძიებები საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ორგანიზებით ხორციელდება.

სიახლეები

უკრაინელების დრონების გამო, სარატოვსა და სამარაში “დაცხა”

უკრაინის შეიარაღებული ძალების სარდლობის განცხადებით, გუშინ, ღამის განმავლობაში, უკრაინულმა დრონებმა წარმატებით შეუტიეს რუსეთის სიღრმეში,...

დობროპოლიეს მიმართულებაზე ოკუპანტები მასობრივად ნებდებიან

დობროპოლიეს მიმართულებაზე რუსი ჯარისკაცები მასობრივად აბარებენ იარაღს და ნებდებიან. დობროპოლიის მიმართულებით უკრაინელებმა ბოლო თვეების...

სამოქალაქო აქტივისტი ნიკა ნარსია დააკავეს

დაკავებულია სამოქალაქო აქტივისტი ნიკა ნარსია. აქტივისტს პროევროპული აქციების დროს გამოწერილი ჯარიმების გადაუხდელობას ედავებიან. იმ დროს...

რუსთავში ნარკოდანაშაულზე ერთი პირი დააკავეს, ამოღებულია დიდი რაოდენობით “ალფა პვპ”

შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის რუსთავის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა, გატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო...