მთავარისიახლეებიპოლიტიკა„ნაციონალური მოძრაობის" წევრები ელგუჯა ბაგრატიონი და რევაზ ხარაზი დააკავეს

„ნაციონალური მოძრაობის” წევრები ელგუჯა ბაგრატიონი და რევაზ ხარაზი დააკავეს

Published on

ჩაქვში "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრები ელგუჯა ბაგრატიონი და რევაზ ხარაზი დააკავეს. როგორც "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა ბონდო თედორაძემ "ინტერპრესნიუსს" განუცხადა, მისი თანაგუნდელები ჩაქვიდან გურიაში ასწლოვანი ხის გადატანას და სკვერის დაზიანებას აპროტესტებდნენ. მისივე თქმით, დაკავებულები ქობულეთსა და ბათუმში წინასწარი დაკავების იზოლატორში იმყოფებიან. როგორც თედორაძე ამბობს, ასწლოვანი ხე ჩაქვში სანაპიროსთან უკვე მიიტანეს."დაბა ჩაქვში, აჭარის უმაღლესი საბჭოს მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც ხის გადატანა მიმდინარეობდა, დღეს გამთენიისას ელგუჯა ბაგრატიონი და რეზო ხარაზი დააკავეს. მიზეზი „ხეგლეჯიას“ ხის გადატანისას დანგრეული და გადაჩეხილი, მუნიციპალური პარკის განადგურების წინააღმდეგ მიმართული პროტესტია, 100%-ით კანონიერი პროტესტი! მერამდენედ უნდა იქცეს ადამიანი უკანონო პატიმრად ხის გლეჯისთვის?"- აცხადებს ბონდო თედორაძე. 
 

სიახლეები

2026 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგებით, 3 141 აბიტურიენტი პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე ჩაირიცხა

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის (NAEC) ცნობით, 2026 წელს ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების საფუძველზე,...

უკრაინამ რუსეთის ქალაქ კოტოვსკში Wildberries-ის ლოგისტიკური ცენტრი დაბომბა

უკრაინამ რუსეთის ტამბოვის ოლქის ქალაქ კოტოვსკში Wildberries-ის ლოგისტიკური ცენტრი დაბომბა - ამის ამსახველი კადრები...

1 სექტემბრიდან რუსთაველის გამზირის მიმდებარე ქუჩებზე გადაადგილების წესები იცვლება

1 სექტემბრიდან რუსთაველის გამზირის მიმდებარე ქუჩებზე გადაადგილების წესები იცვლება - ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს...

აშშ-მა საიმიგრაციო ვიზების ყველა განაცხადის მიღება შეაჩერა

შეზღუდვების გამკაცრების ფონზე აშშ-მა საიმიგრაციო ვიზების ყველა განაცხადის მიღება შეაჩერა - ამის შესახებ სტატიას...