მთავარისიახლეებიეკონომიკამიმოქცევაში 5 ლარის განახლებულ ბანკნოტები ჩაეშვება

მიმოქცევაში 5 ლარის განახლებულ ბანკნოტები ჩაეშვება [ფოტო]

Published on

2017 წლის პირველი სექტემბრიდან საქართველოს ეროვნული ბანკი მიმოქცევაში 5 ლარის ნომინალის განახლებულ ბანკნოტებს გაუშვებს, ამის შესახებ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
“ლარის განახლების პროცესი გრძელდება. 20, 50 და 100 ლარის ნომინალის განახლებულ ბანკნოტებს 5 ლარის ნომინალის განახლებული ბანკნოტი შეემატა. განახლებული 5 ლარი  მიმდინარე წლის 1 სექტემბრიდან გამოვა და მიმოქცევაში იქნება წინა ემისიების ბანკნოტებთან ერთად. განახლებულ ბანკნოტზე შენარჩუნებულია თავდაპირველი თემატიკა: წინა მხარეს გამოსახულია ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ივანე ჯავახიშვილის განსხვავებული პორტრეტი გაუმჯობესებული რელიეფურობის ხარისხითა და მოცულობით.ბანკნოტის უკანა მხარეს/რევერსზე გამოსახულია ნიკო ფიროსმანის ტილოები – “მეთევზე წითელ პერანგში” და “კალო”.
 
 
ასევე, საქართველოს სახელმწიფო გერბი. 5 ლარის ნომინალის განახლებული ბანკნოტი დაცულია მომხმარებლისათვის მარტივად აღქმადი და ამავე დროს, თანამედროვე დამცავი ნიშნებით. მათ შორის დატანილია ნომინალის ამომცნობი ნიშანი სუსტი მხედველობის მქონე პირთათვის. განახლებული ბანკნოტები დამზადებულია ისეთი მასალებისა და დამცავი მექანიზმების გამოყენებით, რომლებიც ზრდის მიმოქცევაში მათ მდგრადობას დაბინძურებისა და ბუნებრივი ცვეთისადმი”, – განაცხადა ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ.
 
 
განახლებული 5 ლარის ნომინალის ბანკნოტის დიზაინის ავტორი ბაჩა მალაზონიაა. 10 ლარის ნომინალის განახლებული ბანკნოტი მოგვიანებით გამოვა, რაზეც საქართველოს ეროვნული ბანკი მოახდენს მოსახლეობის ინფორმირებას.
 
განახლებული ბანკნოტების შესახებ დაწვრილებითი ინფორმაციის მისაღებად შეგიძლიათ ეწვიოთ სპეციალურ ვებგვერდს – www.ganakhlebulilari.ge   ინფორმაციისთვის, შეგახსენებთ, რომ 20 და 50 ლარის ლარის ნომინალის განახლებული ბანკნოტები მიმოქცევაშია 2016 წლის 1 თებერვლიდან, ხოლო 100 ლარის ნომინალის განახლებული ბანკნოტი მიმოქცევაშია 2016 წლის 1 ნოემბრიდან.
 

სიახლეები

აშშ-ში ირანის რეჟიმის მოწინააღმდეგე დემონსტრანტებში სატვირთო შევარდა – არიან დაშავებულები

ლოს-ანჯელესში ირანის რეჟიმის საწინააღმდეგო საპროტესტო აქციაზე სატვირთო მანქანის მძღოლი დემონსტრანტებში შევარდა. შედეგად ორი ადამიანი...

ამაღლობელის პატიმრობაში დატოვება ქართული სახელმწიფოსთვის განგრძობითი სირცხვილია-ქარტია

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია ბათუმელებისა და ნეტგაზეთის დამფუძნებლის, მზია ამაღლობელის პატიმრობას კიდევ ერთხელ გამოეხმაურა....

ტრამპის თქმით, აშშ ირანში მიმდინარე მოვლენების საპასუხოდ მტკიცე ვარიანტებს განიხილავს

აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა პრესის წარმომადგენლებთან საუბრისას განაცხადა, რომ ირანის რეჟიმი, "როგორც ჩანს," წითელი...

ჯერ კადრები გაუვრცელეს, შემდეგ კი სამსახურიდან წასვლა აიძულეს – პედაგოგი გამოძიებას ითხოვს

ფოთელ პედაგოგს, იგორ კეკელიას დეკემბერში გაუვრცელეს პირადი ცხოვების  ამსახველი ვიდეოკადრები, რის შემდეგაც აიძულეს, თანამდებობა...