მთავარისიახლეებიპოლიტიკაზაალ უდუმაშვილი "ნაციონალების" შეთავაზებას დათანხმდა

ზაალ უდუმაშვილი “ნაციონალების” შეთავაზებას დათანხმდა

Published on

"რუსთავი2"-ის ჟურნალისტი ზაალ უდუმაშვილი დათანხმდა "ნაციონალური მოძრაობის" შეთავაზებას, კენჭი იყაროს თბილისის მერის არჩევნებში. ინფორმაციას ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტო "პრაიმთაიმი" ავრცელებს.
გამოცემის ინფორმაციით, საბოლოო შეთანხმება კიევში შედგა, სადაც უდუმაშვილი პირადად მიხეილ სააკაშვილს შეხვდა.
ცნობილია, რომ თავდაპირველად ჟურნალისტმა აღნიშნულ შეთავაზებაზე უარი განაცხადა, თუმცა, როგორც ჩანს, გადაწყვეტილება მიხეილ სააკაშვილთან შეხვედრის შემდეგ შეცვალა.
თავად უდუმაშვილი ამ თემაზე ჯერჯერობით კომენტარს არ აკეთებს. "ნაციონალურ მოძრაობაში" კი ინფორმაციას არც უარყოფენ და არც ადასტურებენ.
"ვერაფერს გეტყვით. როცა გადაწყტდება ღიად გახდება ცნობილი", – აღნიშნა "პრაიმტაიმთან" საუბრისას "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა, სალომე სამადაშვილმა.
 

სიახლეები

ბაღიდან გათავისუფლებული ხათუნა გოგუა ზუგდიდის მერს ღია წერილით მიმართავს

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ინგირის („წითელქუდას“) საბავშვო ბაღის დამფუძნებელი და ხელმძღვანელი ხათუნა გოგუა 2026 წლის...

ძალიან რთული აღმოჩნდა პოლიტიკაში ყოფნა -ოზურგეთის მერი გადადგა

 ოზურგეთის მერი გადადგა  ამის შესახებ პაატა კუნჭულიამ სოციალურ ქსელში დაწერა:  "მსურს, ვაცნობო საზოგადოებას, რომ მივიღე...

“გლოვოს“ კურიერზე თავდასხმის საქმეზე კიდევ 2 არასრულწლოვანი დააკავეს

“გლოვოს“ კურიერზე ძალადობის ბრალდებით კიდევ 2 არასრულწლოვანი დააკავეს, რომლებიც მიმალვაში იმყოფებოდნენ. საქმეზე სულ დაკავებულია...

ყალბ ოქროს ნივთებს ალომბარდებდნენ და თანხას იღებდნენ – დაკავებულია 2 პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის გარდაბნის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის...