მთავარისიახლეებისაზოგადოება,,საოცნებო'' მერი კალაძე - გამოხმაურებები მისი კანდიდატურის შესაძლო წარდგენაზე მმართველი პარტიის მიერ

,,საოცნებო” მერი კალაძე – გამოხმაურებები მისი კანდიდატურის შესაძლო წარდგენაზე მმართველი პარტიის მიერ

Published on

ქართველი პოლიტიკოსები და პოლიტოლოგები მედიასა და სოციალურ ქსელში აქტიურად ეხმაურებიან  ინფორმაციას თბილისის მერის პოსტზე კახი კალაძის კანდიდატურის შესაძლო წარდგენის შესახებ. 
 
გია ხუხაშვილი: ,,ჩემი აზრით კალაძე თბილისის მერობაზე ორ შემთხვევაში დათანხმდებოდა. მას ან დაავალეს, რომ ეს გაეკეთებინა, ან  საკუთარი პოლიტიკური კაპიტალის დასაგროვებლად პირადი თამაში წამოიწყო.
ბუნებრივია, თბილისის მერის პოზიცია პოლიტიკური ფიგურის დამოუკიდებლობის ხარისხს ზრდის. რადგან შესალებლობას აძლევს არჩევნებისთვის საკუთარი პოლიტიკური ძალით გამოსვლა სცადოს. თუმცა სხვა საქმეა რომ მის ამბიციებს რესურსი არ ემთხვევა.
თავდაპირველად, ხელისუფლებაში კალაძეს ყველაზე სუსტი პოლიტიკური სტარტი ჰქონდა, თუმცა მან სპოტრული ხასიათი გამოავლინა და ცდილობს განვითარდეს, ისწავლოს, მაგრამ მას აქვს პოლიტიკური თამასა, რომელიც შრომის მიუხედავად მაინც ვერ გადაახტება – შესაძლოა, ამბიცია აქვს მაგრამ კალაძის ეროვნულ ლიდერად ჩამოყალიბება წარმოაუდგეენლია.
ამის მისაღწევად მხლოდ სისტემური მუშაობა საკმარისი არ არის, პოლიტიკური ლიდერიც უნდა იყო, რისი ,,აკრეფაც“ კალაძეს არ შეუძლია – მან წარსულში ბევრი პარამენტი დაკარგა. შესაძლოა , პოლიტიკაში რაღაც ისწავლო თუმცა სწავლა ბიოგრაფიის დასაწყისიდან იწყება- ნახევარი ცხოვრება ფეხბურთი ითამაშო და მეორე ნახევარი კი პოლიტიკაში ეროვნულ ლიდერად ჩამოყალიბებას შეალიო, არ გამოვა. თუმცა, არ გამოვრიცხავ თავად ამის ილუზია ჰქონდეს. უფრო მასშტაბური თამაშის წამოსაწყებად ემზადბოდეს“
 
მიშა თავხელიძე: როგორც კი ეს მთავრობა, ან პრეზიდენტი, ან მიშა გაგახსენდებათ, ერთი წამით გაჩუმდით და გაიხსენეთ, რომ კალაძე "რამკიანი ქურდების" მეგობარია, რომ "რამკიანი ქურდი" სლავა "იაპონეცი" ბიძინას "კრიშა" იყო და რომ მიშამ ეს "რამკიანი ქურდები" მე-7-ში ჩასვა, სადაც ერთმანეთს ურტყამდნენ ბოლომდე. ხოლო ეს პრეზიდენტი ამ ორმა დანიშნა. თქვენი დახმარებით.
 
ეკა ხერხეულიძე: კალაძის კანდიდატურის განხილვისას,სამტრედიელობა რა შუაშია? თქვენ იმაზე იფიქრეთ,მისი მერად დასმის შემთხვევაში, "შვიდი სული ქურდი", იმათი ტუპიაკი ნათესავები და ადგილობრივი "ფილიალების" ხელმძღვანელები, ბერა, ბიძინა ,მამამისი კარლო და ათასი სვავი ,როგორ დატკვირავს დედაქალაქის ბიუჯეტს''
 
ცოტნე გამსახურდია: თბილისის მერი რომ თბილისელი არ უნდა იყოს, რამე აუცილებელი მოთხოვნაა ქოცისტანში? თბილისელობა კიარა, ათი წელი არ ექნება კალაძეს თბილისში ნაცხოვრები…
იტყვი და მოგაწეპებენ იარლიყებს ტროლები: დისკრიმინაციაო, უთანასწორობაო, ხოხბებიო. ამ ხალხსაც დაფიქრების ეშინია.
დიახ, მერი თბილისელი უნდა იყოს! თბილისელი და ქალაქის პრობლემატიკის კარგი მცოდნე, ვისაც ემოციურადაც სტკივა და უყვარს ქალაქი. ვერასდროს თელავში ხუთი წლის ჩასული ზუგდიდელი ვერ გახდება კარგი მერი, და პირიქით; მით უფრო, როცა იქაური პრობლემატიკით მხოლოდ არჩევნებამდე ორი თვით ადრე დაინტერესდა…
თბილისელი უვარგისი მერების მაგალითებს არ ვართ: მათ თბილისელობამ კიარა, უმეცრებამ და უსინდისობამ შეუშალათ ხელი! და არც თქვენი კალაძეა უორენ ბაფეტი, დიდი ხანია გამართულად ლაპარაკი ასწავლეთ?''
 

ზაზა ბიბილაშვილი: კალაძე კრიმინალია. კორცხელის დანაშაულებრივი დაჯგუფების ორგანიზატორი, რვა სული ქურდის თანამზრახველი, პუტინისტი იანუკოვიჩის უკანასკნელი გულშემატკივარი, გაზპრომთან ქვეყნის ინტერესების გამყიდველი და, ბოლოს, ერთერთი ყველაზე კორუმპირებული ჩინოვნიკი ივანიშვილის მოღალატე მთავრობაში – აი, ასეთი, სწორედ ასეთი, მხოლოდ ასეთი შეიძლება იყოს რუსული ოცნების კანდიდატი საქართველოს დედაქალაქის მერობაზე 

 
ნიკა გვარამია ,,ამასობაში, კახი კალაძის ფიგურამ საინტერესო კონტურების შეძენა დაიწყო:
1. ძალიან ბევრი ფული მოიხვეჭა განვლილი 5 წლის მანძილზე,
2. საკუთარი მრავალრიცხოვანი საპარლამენტო დაჯგუფება შექმნა,
3. თბილისის მერობა დაიჟინა (დიახ, დაიჟინა), და მისი კანდიდატურის მიუღებლობის გადაძლევას საკუთარი საპარლამენტო დაჯგუფების ულტიმატუმნარევი ქმედებებით ცდილობს,
4. ერთერთ მცირე ტვში შედის მსხვილი ინვესტიციით, ანუ საკუთარ მედიაპლატფორმას იქმნის.
დასკვნა: ან ბიძინა ივანიშვილი მის ამ თამაშებს ნაჯახის დარტყმით აღკვეთავს, ან სიტუაციას ხელიდან გაუშვებს და ქვეყნის ყველაზე მაღალი ვოტუმის არჩევით ფიგურას მიიღებს საკუთარი ფულით, პოლიტიკური დასაყრდენით და მედიით.

სიახლეები

დაივიწყეთ მხოლოდ ჩემს გათავისუფლებაზე საუბარი, რეჟიმის ჩამოშლაზე ვკონცენტრირდეთ – ხოშტარია

კოალიცია ცვლილებისთვის ერთ-ერთი ლიდერი, ელენე ხოშტარია ყველას მადლობას უხდის მხარდაჭერისთვის და წერს, რომ ხალხი...

ენმ-ში უმძიმესი კრიზისია, ვიღაცას ზედმეტად ვენდე… – სააკაშვილი

მიხეილ სააკაშვილი პარტიის შიგნით ღალატზე საუბრობს - საქართველოს მესამე პრეზიდენტი სოციალურ ქსელში გავრცელებულ პოსტში...

სიჩქარის გადაჭარბებაზე ჯარიმები მცირდება

ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებები იგეგმება, რომელიც სიჩქარის გადაჭარბებისთვის დადგენილ ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას შეეხება, - ამის...

ადამიანის უფლებათა კომისარი მაიკლ ო’ფლაერტი საქართველოს ხელისუფლებას რეკომენდაციით მიმართავს

ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარი, მაიკლ ო’ფლაერტი მემორანდუმს აქვეყნებს, რომელშიც საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს, მიაღწიოს...