ლევან როსტოშვილსა და ლაშა კურტანიძეს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდათ. ამის შესახებ ბრალდებულების ადვოკატმა მალხაზ სალაყაიამ განაცხადა. ადვოკატის ინფორმაციით, საპროცესო შეთანხმების თანახმად ორივე ბრალდებულს სასჯელის ვადა შეუმცირდა. კერძოდ, ლევან როსტოშვილს რეალური სასჯელის ვადად სამი წელი განესაზღვრა. აგრეთვე მას 40 ათას ლარიანი ჯარიმის გადახდა და 4-წლიანი პირობითი სასჯელი მოხდა მოუწევს.რაც შეეხება ლაშა კურტანიძეს, მას რეალური სასჯელის ვადად ერთი წელი განესაზღვრა. დამატებით კი მასაც 40 ათას ლარიანი ჯარიმა და 3-წლიანი პირობითი მსჯავრი დაეკისრა. ბრალდებულებთან საპროცესო შეთანხმება თბილისის სააპელაციო სასამართლოში დამტკიცდა. საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, ნარკოდანაშაულში ბრალდებულ ყოფილ ტელეწამყვან ლევან როსტოშვილს 8 წლით, მსახიობ ლაშა კურტანიძეს კი 5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.
ლევან როსტოშვილსა და ლაშა კურტანიძეს საპატიმრო სასჯელი შეუმცირდათ
სიახლეები
საზოგადოება
2026 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგებით, 3 141 აბიტურიენტი პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე ჩაირიცხა
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის (NAEC) ცნობით, 2026 წელს ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების საფუძველზე,...
საზოგადოება
უკრაინამ რუსეთის ქალაქ კოტოვსკში Wildberries-ის ლოგისტიკური ცენტრი დაბომბა
უკრაინამ რუსეთის ტამბოვის ოლქის ქალაქ კოტოვსკში Wildberries-ის ლოგისტიკური ცენტრი დაბომბა - ამის ამსახველი კადრები...
საზოგადოება
1 სექტემბრიდან რუსთაველის გამზირის მიმდებარე ქუჩებზე გადაადგილების წესები იცვლება
1 სექტემბრიდან რუსთაველის გამზირის მიმდებარე ქუჩებზე გადაადგილების წესები იცვლება - ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს...
მსოფლიო
აშშ-მა საიმიგრაციო ვიზების ყველა განაცხადის მიღება შეაჩერა
შეზღუდვების გამკაცრების ფონზე აშშ-მა საიმიგრაციო ვიზების ყველა განაცხადის მიღება შეაჩერა - ამის შესახებ სტატიას...