მთავარისიახლეებისაზოგადოებაკახეთში ფერმერს 27 ძროხა მოპარეს- მეტრონომი

კახეთში ფერმერს 27 ძროხა მოპარეს- მეტრონომი

Published on

ყვარლის რაიონის სოფელ შილდაში ელიოზიშვილების კუთვნილი ფერმიდან წუხელ, გვიან ღამით, 27 სული ძროხა მოიპარეს. ოჯახმა მომხდარის შესახებ დღეს შეიტყო და ვარაუდობს, რომ ადგილი  ორგანიზებულ, ჯგუფურ დანაშაულს აქვს. ელიოზიშვილებისთვის მიყენებული ზარალი რამდენიმე ათას ლარს შეადგენს.შინაგან საქმეთა სამინისტროში “მეტრონომს” განუცხადეს, რომ შემთხვევაზე საქმე სისხლის სამართლის კოდექსის  177-ე მუხლით ქურდობის ფაქტზე აღიძრა. უწყებაში ამბობენ, რომ პირუტყვის მოსაძებნად ინტენსიური  სამძებრო ღონისძიებები მიმდინარეობს.
 
წყარო : მეტრონომი

სიახლეები

ნეპალის ტრაგედია — მსხვერპლი იზრდება, ასეულობით ადამიანს ეძებენ

ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე მომხდარი კატასტროფული წყალდიდობის შედეგად ნეპალში უკვე 157 ადამიანის ცხედარია ნაპოვნი. ჩინეთის მხარეს,...

საბაკალავრო პროგრამებზე სახელმწიფო უნივერსიტეტებში ჩარიცხული სტუდენტების რაოდენობა 10%-ით შემცირდა

საბაკალავრო პროგრამებზე სახელმწიფო უნივერსიტეტებში ჩარიცხული სტუდენტების რაოდენობა 2026 წელს, წინა წელთან შედარებით, 10%-ით შემცირდა. სახელმწიფოს...

ეროვნული ბანკი მოსახლეობას აფრთხილებს

ეროვნული ბანკი მოსახლეობას სოციალურ ქსელებში გავრცელებულ შესაძლო ფინანსურ პირამიდებთან დაკავშირებული რისკების შესახებ აფრთხილებს -...

2026 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგებით, 3 141 აბიტურიენტი პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე ჩაირიცხა

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის (NAEC) ცნობით, 2026 წელს ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების საფუძველზე,...