მთავარისიახლეებისამართალიზუგდიდის რაიონული სასამართლოს თავმჯდომარედ ხუთი წლის ვადით ნატრული აკობია...

ზუგდიდის რაიონული სასამართლოს თავმჯდომარედ ხუთი წლის ვადით ნატრული აკობია დაინიშნა

Published on

ზუგდიდის რაიონული სასამართლოს თავმჯდომარედ  ხუთი წლის ვადით   ნატრული აკობია  დაინიშნა. ეს გადაწყვეტილება იუსტიიციის უმაღლესმა საბჭომ დღეს, 5 ივნისს მიიღო.
 
ნატრული აკობია ერთერთია იმ თერთმეტ სასამართლოს თავმჯდომარეს შორის, რომელთა კანდიდატურებს ამ პოსტებზე დღეს ეყარა კენჭი.  კენჭისყრას არ ესწრებოდნენ საბჭოს არამოსამართლე წევრები, გოჩა მამულაშვილი და ვახტანგ მჭედლიშვილი, შესაბამისად, თითოეული მოსამართლე 13 ხმით დაინიშნა.
 
 საბჭოს თავმჯდომარის ნინო გვენეტაძის მიერ სხდომის წინ გაკეთებული განცხადების თანახმად კენჭი ეყრებოდა 17 სასამართლოს თავმჯდომარეს, თუმცა, დღეს 11 თავმჯდომარე დანიშნეს. დანიშნულთაგან არცერთ კანდიდატს სასამართლოს თავმჯდომარის პოსტზე კონკურენტი არ ჰყოლია.
 
საბჭო აქვეყნებს დღეს სასამართლოში 5 წლის ვადით დანიშნული თავმჯდომარეების სიას  :
ქუთაისის სააპელაციო სასამართლო – დიმიტრი გვრიტიშვილი
ქუთაისის რაიონული სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა – გოჩა აბუსერიძე
ბოლნისის რაინული სასამართლო – თეა ლომიძე
გორის რაიონული სასამართლო – ნიკოლოზ მარსაგიშვილი
თეთრიწყაროს რაიონული სასამართლო – ვლადიმერ ხუჭუა
რუსთავის საქალაქო სასამართლო – მამია ფხაკაძე
სამტრედიის რაიონული სასამართლო – ლევან მეშველიანი
საჩხერის რაიონული სასამართლო – ივანე ყიფიანი
ხელვაჩაურის რაიონული სასამართლო – ხვიჩა კიკილაშვილი
 
სამეგრელოს რეგიონში შემავალი ქალაქებიდან ფოთის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარედ  – თეიმურაზ სიხარულიძეა არჩეული, ზუგდიდში – როგორც აღვნიშნეთ – ნატრული აკობია. 
 
 
 

სიახლეები

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან - ინფორმაციას ჟურნალისტი არიელ ჰელვანი...

პაპუაშვილი-დღეს ევროკავშირი გადართულია საქართველოს დაზიანების კურსზე

დღეს ბრიუსელი ცდილობს რომ დააზიანოს საქართველო ყველანაირად - ეკონომიკურად, პოლიტიკურად, სოციალურად დააზიანოს ქართველი ხალხი,...

ევროკავშირი შავი ზღვის უსაფრთხოების ჰაბის შესაქმნელად 50 მლნ ევროს გამოყოფს

ევროკავშირი სამოქალაქო გემებზე თავდასხმების გახშირების ფონზე, რუმინეთ-ბულგარეთის ერთობლივი შავი ზღვის საზღვაო უსაფრთხოების ჰაბის შექმნის...

ჟურნალისტ გურამ როგავაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს 5-წლიანი პატიმრობა მიესაჯა

ჟურნალისტ გურამ როგავაზე 2024 წლის საპროტესტო აქციაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს, გურამ კირკიტაძეს, 5-წლიანი პატიმრობა...