მთავარისიახლეებისამართალიწინანდლის სუპერმარკეტი შეიარაღებული მამაკაცების ჯგუფმა დაარბია. დაშავებულია მაღაზიის მფლობელი ქალბატონი

წინანდლის სუპერმარკეტი შეიარაღებული მამაკაცების ჯგუფმა დაარბია. დაშავებულია მაღაზიის მფლობელი ქალბატონი

Published on

ყაჩაღური თავდასხმა მოხდა  სოფელ წინანდალში – ალექსანდრე მესხიშვილის სუპერმარკეტში შეიარაღებული მამაკაცების ჯგუფი შეიჭრა.
 
მეპატრონის ინფორმაციით, თავდამსხმელებს იარაღთან ერთად, ხელკეტებიც ჰქონდათ. ისინი მფლობელსა და მის მეუღლეს ფიზიკურს გაუსწორდნენ. ნაცემია ქალბატონი, რომელსაც სასწრაფო დახმარება დასჭირდა. 
 
დამტვრეულია მაღაზიის ინვენტარი და განადგურებულია პროდუქცია.
 
მხარეებს შორის დაპირისპირება მას შემდეგ დაიწყო, რაც თავდამსხმელთა ჯგუფმა პროდუქტები მოიპარა და მეპატრონემ შენიშნა.
 
ადგილზე პოლიციის ეკიპაჟები იქნა  მობილიზებული.
 
უცნობია თავდამსხმელთა ვინაობა. ისინი შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ.

სიახლეები

ბაღიდან გათავისუფლებული ხათუნა გოგუა ზუგდიდის მერს ღია წერილით მიმართავს

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ინგირის („წითელქუდას“) საბავშვო ბაღის დამფუძნებელი და ხელმძღვანელი ხათუნა გოგუა 2026 წლის...

ძალიან რთული აღმოჩნდა პოლიტიკაში ყოფნა -ოზურგეთის მერი გადადგა

 ოზურგეთის მერი გადადგა  ამის შესახებ პაატა კუნჭულიამ სოციალურ ქსელში დაწერა:  "მსურს, ვაცნობო საზოგადოებას, რომ მივიღე...

“გლოვოს“ კურიერზე თავდასხმის საქმეზე კიდევ 2 არასრულწლოვანი დააკავეს

“გლოვოს“ კურიერზე ძალადობის ბრალდებით კიდევ 2 არასრულწლოვანი დააკავეს, რომლებიც მიმალვაში იმყოფებოდნენ. საქმეზე სულ დაკავებულია...

ყალბ ოქროს ნივთებს ალომბარდებდნენ და თანხას იღებდნენ – დაკავებულია 2 პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის გარდაბნის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის...