მთავარისიახლეებისამართალირატომ ტოვებს თანამდებობას ფინანსური პოლიციის ხელმძღვანელი გიორგი ბადაშვილი? - განცხადება დღეს...

რატომ ტოვებს თანამდებობას ფინანსური პოლიციის ხელმძღვანელი გიორგი ბადაშვილი? – განცხადება დღეს გაკეთდება

Published on

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ხელმძღვანელის, გიორგი ბადაშვილის, მიერ თანამდებობის დატოვების შესახებ ოფიციალური განცხადება დღეს გაკეთდება.
 
უწყების პრესსამსახურის ინფორმაციით, განიხილება გიორგი ბადაშვილის სხვა თანამდებობაზე გადასვლის საკითხი. 

 რა გახდა საკადრო გადაწყვეტილების მიზეზი და სად განაგრძობს მუშაობას ფინანსთა სამინიტროს საგამოძიებო სამსახურის უფროსი, ამ დროისთვის უცნობია.
 
ვიცე-პრემიერი ალექსანდრე ჯეჯელავა ,, ინტერპრესნიუსთან'' საუბარში აღნიშნავს, რომ, მისი აზრით გიორგი ბადაშვილის მიერ თანამდებობის დატოვება  არ არის დაკავშირებული   სკანდალთან, რომელიც გენერალური აუდიტორის  ცემას მოყვა. ,,  ეს კავშირშია ფინანსური პოლიციის პირდაპირი ამოცანებისა და მიზნების შესრულება-არ შესრულებასთან აცხადებს იგი. 
 
ჯეჯელავა ბადაშვილის ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ხელმძღვანელის პოსტიდან წასვლას მიმდინარე საკადრო საკითხს უწოდებს. მისივე თქმით, არ აქვს ინფორმაცია, თუ ვინ არის ბადაშვილის შემცვლელი აღნიშნულ თანამდებობაზე.
 
ვრცელდება ინფორმაცია, რომ უწყებას ბადაშვილი გუნდთან ერთად დატოვებს.
 
გიორგი ბადაშვილმა ამ თანამდებობაზე მთავარი პროკურორის თანამდებობის დატოვების შემდეგ გადაინაცვლა.

 

სიახლეები

ლილუაშვილის თანაგუნდელს 1.5 წლით პატიმრობა მიესაჯა

თბილისის საქალაქო სასამართლომ შემოსავლების სამსახურის უფროსის ყოფილი მოადგილე ვლადიმერ ხუნდაძე სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში...

ვატო შაქარაშვილი აღიარებს, რომ სასამართლოს ჩვენება “ვარაუდების საფუძველზე” მისცა

ე.წ. ჩორჩანას საქმე - გიორგი გახარიას წინააღმდეგ მოწმედ გამოძახებულმა ვატო შაქარაშვილი აღიარა, რომ სასამართლოს...

დააკავეს “ნაცისტურ-ფაშისტური” იდეოლოგიის მქონე დაჯგუფების ერთ-ერთი ლიდერი – შსს

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, თბილისში არასრულწლოვნების მიმართ ჯგუფურად განხორციელებული დამამცირებელი და არაადამიანური მოპყრობის, ასევე,...

საქართველომ რუსეთს ნარკოდანაშაულში ბრალდებული ორი პირი გადასცა

საქართველომ რუსეთს დმიტრი პუშკარევი და კორნეი ფედუნოვი გადასცა, რომლებსაც რუსეთში დანაშაულებრივი დაჯგუფების შექმნასა და...