რას მოყვა ჩხუბი პარლამენტის საკომიტეტო სხდომაზე გუშინ

0
402
,,აფხაზთა კრების'' ლიდერი მალხაზ პატარაია, გუშინ პარლამენტში მომხდარი სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირების შესახებ ყვება. 
 
,,დღეს პარლამენტის ტერიტორიული მთლიანობისა კომისიისა და კიდევ 3 კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე ყოლბაიას მთავრობამ, ციხელაშვილის მოადგილე კანკავამ, ე.წ. დეპუტატებმა მარშანიამ, კვიციანმა, ლომიამ აშკარად არაადეკვატური ვოლსკის მხარდაჭერით ,,აფხაზთა კრების“ ჩახშობა სცადეს. – წერს იგი სოციალურ ქსელში. 
 
უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილის გამახარიას სრულიად წყალწყალა მოხსენების შემდეგ კომიტეტების წევრებმა მომხსენებელს დაუსვეს შეკითხვები და როდესაც ჯერი ჩვენზე მიდგა, სწორედ მაშინ მოითხოვეს სხდომის დახურვა სრულიად მოგონილი მოტივით, თითქოს ესენი გალში რაღაცას აკეთებენ (არადა პრაქტიკულად არაფერს), აქ ქართული ენის აკრძალვის თემაზე ისეთი რამ შეიძლება ითქვას, რაც ვიღაცას ოკუპირებულ ტერიტორიებზე ავნებს.
 
ამ ლოგიკით, თუ ვინმეს ციხეში აწამებენ, მაგრამ ცოცხალია, წამებაზე არ უნდა ვილაპარაკოთ, წამება უნდა გაგრძელდეს და მადლობა უნდა ვთქვათ, რომ არ კლავენ; თუ პოლიციაში ვინმე ცემეს, არც ამაზე უნდა ამოვიღოთ ხმა და მადლობა ვთქვათ რომ უარესი არ მოხდა იმიტომ, რომ შეიძლება სხვა დროს ის მოკლან; თუ ჩინოვნიკი იპარავს, ამაზეც პირში წყალი უნდა ჩავიგუბოთ, მისგან შურისძიების შიშით და მადლობა ვთქვათ, რომ მეტი არ მოიპარა. 
 
სრულიად ამაზრზენი იყვნენ ყოლბაიაზე ამბრაზურასავით გადაფარებული ლომია, კვიციანი და ვოლსკი. ლომიამ მიკროფონი ისროლა ჩვენს მხარეს, ხოლო კვიციანმა და ვოლსკიმ უაღრესად უკადრისი იკადრეს – ლანძღვა-გინებით აგვიკლეს. ამით სხდომა ჩაიშალა, ანუ პარლამენტის ენაზე – გადაიდო.
 
რა თქმა უნდა მათ საქციელს პარლამენტში არავინ განიხილავს, მაგრამ ხელისუფლებასთან მაქვს ერთი საერთო შეკითხვა: სანამ ეყოლებათ ეს ხაზინისა და სკამის ქურდები, აფხაზეთის მთავრობა და უმაღლესი საბჭო რომ ჰქვია? რატომ არ გვიბრუნებენ საარჩევნო უფლებას, რომლებიც ამ ბანდიტებმა წაგვართვეს?
 
დღეს ძალიან კონკრეტულ და მნიშვნელოვან საკითხზე ვიყავით მისული გალში-რუსულ გულაგში ჩვენი 35 ათასი თანამემამულის მონური მდგომარეობის თაობაზე. რა არის აქ დასამალი, მათი მდგომარეობა თუ ხელისუფლების უმოქმედობა? თუ გვინდა გალელებს ვუშველოთ, დავეხმაროთ, შევუმსუბუქოთ ყოფა – არც ერთი და არც მეორე.
 
უნდა ვილაპარაკოთ სიმართლე, ყველგან და ძალიან მტკიცედ. ამ ვაჟბატონებმა სწორედ ამ სიმართლის ჩახშობა სცადეს. არაფერი გამოუვათ. ჩვენ მივედით დიალოგისათვის, დისკუსიისათვის, გნებავთ პოლემიკისათვის და არა კვიციანის სანახავად. სიმართლეს ვერავინ ჩაახშობს, ვერც უზრდელობით და ვერც ვერაფრით. ის თავის გზას იპოვის. ეს თქვენ იკითხეთ და იფიქრეთ იმ დროზე, როდესაც ამ სიმართლის გამო ხალხი პასუხს მოგთხოვთ.
 
ეს ისტორია მინახავს არაერთხელ. სიმართლესა და ხალხთან დაპირისპირება თქვენს სასარგებლოდ არ დამთავრდება. ,,აფხაზთა კრებას“ თქვენ ვერ გააჩუმებთ! ''– აცხადებს მალხაზ პატარაია 
წინა სტატიაზუგდიდის მერობის მსურველ ზვიად სიჭინავას ბოტანიკური ბაღის დასუფთავების ნება არ მისცეს
შემდეგი სტატიაწინანდლის სუპერმარკეტი შეიარაღებული მამაკაცების ჯგუფმა დაარბია. დაშავებულია მაღაზიის მფლობელი ქალბატონი
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური