მთავარისიახლეებიკონფლიქტებიპინგ-პონგი პარლამენტში - შეხვედრის ერთ-ერთმა მონაწილემ ადა მარშანიას მიმართა, რომ ის...

პინგ-პონგი პარლამენტში – შეხვედრის ერთ-ერთმა მონაწილემ ადა მარშანიას მიმართა, რომ ის ციხეში უნდა იჯდეს. მარშანიამ პასუხი არ დააყოვნა

Published on

საქართველოს პარლამენტში, ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხთა დროებითი კომისიის სხდომაზე დაპირისპირება მოხდა.
 
სხდომაზე ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე განათლების სისტემაში არსებული ვითარებაზე, ქართული ენის უფლებრივი მდგომარეობაზე მსჯელობდნენ. 
 
დაპირისპირება დეპუტატ ადა მარაშანიას განცხადებას მოჰყვა.  მარშანიამ სხდომის დახურვა მოითხოვა და განაცხადა, რომ წინააღმდეგ შემთხვევაში  სხდომას დატოვებს.
 
 სხდომის მონაწილეები პროტესტით შეხვდნენ მის წინადადებას სხდომის დახურვის შესახებ.
ერთ-ერთმა დეპუტატმა მისგან მოითხოვა განმარტება, რატომ უნდა დახურულიყო სხდომა, და როცა განმარტების ნაცვლად უხეში პასუხი მიიღო,    მარშანიას მიმართა, რომ ის პარლამენტში კი არა, ციხეში უნდა იჯდეს. 
 
"დაასაბუთეთ, რატომ უნდა ვიჯდე მე ციხეში?! მე ჩემს ქვეყანას ვემსახურები", – პასუხი არ დააყოვნა ადა მარშანიამ. 
 
 სიტყვიერი დაპირისპირება ფიზიკურშიც გადაიზარდა და სიტუაცია  მხოლოდ  მანდატურების ჩარევის შემდეგ განიმუხტა. 

სიახლეები

ამინდი საქართველოში ქალაქების მიხედვით: 30-31 მარტი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 30 მარტიდან 31 მარტის დილამდე საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექი, ზოგან...

ვისაც უფალი ამ ჯვარს დააკისრებს, უარი არ უნდა თქვას – მიტროპოლიტი ისაია

ცხინვალისა და ნიქოზის ეპისკოპოსმა, მიტროპოლიტმა ისაიამ მომავალი პატრიარქის არჩევის მოახლოებაზე ისაუბრა: "ტელევიზია და საინფორმაციო წყაროები...

უკრაინულმა უპილოტოებმა ყირიმზე სამი რუსული “სმერჩი” გაანადგურეს

უკრაინის უპილოტო სისტემების ძალებმა ოკუპირებულ ყირიმზე რუსეთის ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემა БМ-30 სმერჩის სამი...

ტაგანროგი ორი საათის განმავლობაში ზანზარებდა – უკრაინული შეტევები მასირებული ხდება

რუსეთში, როსტოვის ოლქის ქალაქ ტაგანროგზე უკრაინულმა დრონებმა მასობრივი იერიში მიიტანეს. სოციალურ ქსელებში გავრცელებული ცნობების...