მთავარისიახლეებიკონფლიქტებიოკუპანტების მიერ დაკავებული ხვიჩა წყაროზია თავისუფალია

ოკუპანტების მიერ დაკავებული ხვიჩა წყაროზია თავისუფალია

Published on

საქართველოს მოქალაქე, 21 წლის ხვიჩა წყაროზია,  რომელიც რუსეთის საოკუპაციო ძალებმა ე.წ. საზღვრის უკანონო კვეთის ბრალდებით მიმდინარე წლის 9 მაისს დააკავეს, გათავისუფლებულია. 
 
 შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის ინფორმაციით  ხვიჩა წყაროზია ამჟამად საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე იმყოფება.
 
წყაროზიას ე.წ. “საზღვრის უკანონოდ გადაკვეთა” ედებოდა ბრალად. რამდენიმე დღის წინ დაკავებულის მამა ( იხ. ფოტო)  გალის შეხვედრის მონაწილე ქართული დელეგაციის წევრებს შეხვდა და შვილის დაკავების თაობაზე დეტალური ინფორმაცია მიაწოდა.
 
მამა აცხადებდა, რომ შვილის გათავისუფლების სანაცვლოდ    მოსთხოვეს 50 ათასი რუბლის ექვივალენტი დოლარებში. ოჯახმა  მხოლოდ 30 ათასი რუბლის ექვივალენტის  შეგროვება შეძლო და ოკუპანტებს გადასცა. როგორც იგი ამბობს,  დანარჩენი ნაწილის ნაცვლად კი ერთ-ერთი აფხაზი ე.წ. დეპუტატის სახლის სარემონტო სამუშაოებში მონაწილეობა  მოსთხოვეს.
 

სიახლეები

ბზის მოჭრაზე კონტროლი მკაცრდება

ბზის მოჭრაზე კონტროლი მკაცრდება, - ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო...

ამინდი საქართველოში ქალაქების მიხედვით: 30-31 მარტი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 30 მარტიდან 31 მარტის დილამდე საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექი, ზოგან...

ვისაც უფალი ამ ჯვარს დააკისრებს, უარი არ უნდა თქვას – მიტროპოლიტი ისაია

ცხინვალისა და ნიქოზის ეპისკოპოსმა, მიტროპოლიტმა ისაიამ მომავალი პატრიარქის არჩევის მოახლოებაზე ისაუბრა: "ტელევიზია და საინფორმაციო წყაროები...

უკრაინულმა უპილოტოებმა ყირიმზე სამი რუსული “სმერჩი” გაანადგურეს

უკრაინის უპილოტო სისტემების ძალებმა ოკუპირებულ ყირიმზე რუსეთის ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემა БМ-30 სმერჩის სამი...