მთავარისიახლეებიპოლიტიკანიკა რურუა: "ნაციონალური მოძრაობა" მიაღწევს მთავრობის მთელი შემადგენლობის გადადგომას ქართველ ხალხთან...

ნიკა რურუა: “ნაციონალური მოძრაობა” მიაღწევს მთავრობის მთელი შემადგენლობის გადადგომას ქართველ ხალხთან ერთად”.

Published on

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" მოუწოდებს საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილს, აზერბაიჯანელი ჟურნალისტის, აფგან მუხთარლის საქმეზე შინაგან საქმეთა მინისტრი, სუს-ის ხელმძღვანელი და განათლების მინისტრი დაკავებული თანამდებობიდან გადააყენოს.
 
როგორც დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა ნიკა რურუამ განაცხადა, თუ დასახელებული პირები არ გადადგებიან, ან მათ პრემიერი არ გაათავისუფლებს, "ნაციონალური მოძრაობა" "მიაღწევს მთავრობის მთელი შემადგენლობის გადადგომას ქართველ ხალხთან ერთად".
 
"აზერბაიჯანელი ჟურნალისტის, აფგან მუხთარლის მოტაცება, როგორ ეს ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტმა და ევროპის კავშირმა შეაფასა, ყოველ მიზეზს გარეშე კონკრეტული პირების მიერ საკუთარ თავზე პირადი პასუხისმგებლობის აღებას მოითხოვს.
 
ეს და ყველა მსგავსი სამარცხვინო და დანაშაულებრივი ფაქტი ყველანაირ პერსპექტივას უსპობს ჩვენს ქვეყანას, საერთაშორისო არენაზე საქართველოს პოზიციებს აზიანებს. შესაბამისად, აუცილებლად მიგვაჩნია, რომ ხელისუფლებამ ადეკვატური რეაგირება მოახდინოს, რასაც ის დღემდე შეგნებულად არ აკეთებს.
 
მოვუწოდებთ პრემიერ-მინისტრს, გადააყენოს დაკავებული თანამდებობებიდან შს მინისტრი გიორგი მღებრიშვილი, სუს-ის უფროსი ვახტანგ გომელაური და ვიცე-პრემიერი ალექსანდრე ჯეჯელავა, ვინც მთელი ამ პროცესის განმავლობაში უტიფარი დეზინფორმაციის კამპანიას აწარმოებს ქართული საზოგადოების თვალის ასახვევად და მოსატყუებლად.
 
თუ დასახელებული პასუხისმგებელი პირები არ გადადგებიან, ამ მათ პრემიერი არ გაათავისუფლებს, მაშინ ჩვენ მივაღწევთ მთავრობის მთელი შემადგენლობის გადადგომას ჩვენს მთავარ თანამებრძოლ ქართველ ხალხთან ერთად" , – განაცხადა ნიკა რურუამ.

სიახლეები

აშშ-ის საჰაერო ძალების სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავი მოსკოვის აეროპორტში დაეშვა

აშშ-ის საჰაერო ძალების Boeing C-17 Globemaster III სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავი მოსკოვის ვნუკოვოს აეროპორტში დაეშვა. ამის...

ღარიბაშვილის საქმეზე წინასასამართლო სხდომა 19 ოქტომბერს გაიმართება

ირაკლი ღარიბაშვილის საქმეზე წინასასამართლო სხდომა 19 ოქტომბერს, 11 საათზე გაიმართება. დღევანდელ პროცესს არ ესწრებოდა ბრალდებული...

29 481 აბიტურიენტი სტუდენტი გახდა-ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგები ცნობილია

გამოცდების ეროვნული ცენტრი აბიტურიენტთა ჩარიცხვის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს - ირკვევა, რომ 2026 წელს ერთიანი...

ბრალდება წარედგინა კაცს, რომელიც არასრულწლოვან შვილებს მოწყალების თხოვნას აიძულებდა

ბრალდება წარედგინა კაცს, რომელიც არასრულწლოვან შვილებს ძალადობის გამოყენებით მოწყალების თხოვნას აიძულებდა, თანხას კი ისაკუთრებდა....