მთავარისიახლეებიმსოფლიომონტენეგრო ოფიციალურად გახდა ნატოს წევრი

მონტენეგრო ოფიციალურად გახდა ნატოს წევრი

Published on

გუშინ, 5 ივნისს მონტენეგრო ოფიციალურად გახდა ნატოს 29-ე წევრი .
 
ოფიციალური ცერემონია აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის შენობაში გაიმართა, რომელსაც ალიანსის გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი დაესწრო.
 
ცერემონიის ფარგლებში მონტენეგროს ალიანსში გაწევრიანების ოქმი ქვეყნის პრემიერმინისტრმა დუშკო მარკოვიჩმა ამერიკის სახელმწიფო მდივნის მოადგილეს თომას შენონს გადასცა. ნატოს კარები ღია რჩება – განაცხადა სახელმწიფო მდივნის მოადგილე თომას შენონმა.
 
„მონტენეგროს გაწევრიანება ნატოში იმის დასტურია, რომ ნატოს კარი ღია რჩება იმ ქვეყნებისთვის, რომლებსაც რეფორმების გატარება სურთ, რომლებიც აუცილებელია იმისთვის, რომ ნატოს მაღალ სტანდარტებს შეესაბამებოდეს და მზად არიან წევრობასთან დაკავშირებული ყველა რისკის, ვალდებულებისა და სარგებლის მიღებისთვის“, – განაცხადა შენონმა.
 
„მონტენეგროს ნატოში გაწევრიანება სიგნალს აძლევს სხვა სახელმწიფოებს, ვინც ორგანიზაციაში წევრობისკენ ისწრაფვიან, რომ თუკი ქვეყანა რეალურ რეფორმებს ახორციელებს, ავითარებს დემოკრატიას, აძლიერებს მართლწესრიგს, საკუთარი სამხედრო ძალების მოდერნიზებას ახორციელებს და წვლილი შეაქვს ჩვენს თავდაცვაში, მასაც შეუძლია ალიანსში გაწევრიანება“, – განაცხადა ალიანსის გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა.

სიახლეები

ბაღიდან გათავისუფლებული ხათუნა გოგუა ზუგდიდის მერს ღია წერილით მიმართავს

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ინგირის („წითელქუდას“) საბავშვო ბაღის დამფუძნებელი და ხელმძღვანელი ხათუნა გოგუა 2026 წლის...

ძალიან რთული აღმოჩნდა პოლიტიკაში ყოფნა -ოზურგეთის მერი გადადგა

 ოზურგეთის მერი გადადგა  ამის შესახებ პაატა კუნჭულიამ სოციალურ ქსელში დაწერა:  "მსურს, ვაცნობო საზოგადოებას, რომ მივიღე...

“გლოვოს“ კურიერზე თავდასხმის საქმეზე კიდევ 2 არასრულწლოვანი დააკავეს

“გლოვოს“ კურიერზე ძალადობის ბრალდებით კიდევ 2 არასრულწლოვანი დააკავეს, რომლებიც მიმალვაში იმყოფებოდნენ. საქმეზე სულ დაკავებულია...

ყალბ ოქროს ნივთებს ალომბარდებდნენ და თანხას იღებდნენ – დაკავებულია 2 პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის გარდაბნის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის...