მთავარისიახლეებისაზოგადოებამართვის მოწმობის მისაღებ გამოცდაზე მომავალში მხოლოდ ისინი დაიშვებიან, ვინც მომზადებას...

მართვის მოწმობის მისაღებ გამოცდაზე მომავალში მხოლოდ ისინი დაიშვებიან, ვინც მომზადებას ავტორიზებულ სკოლებში გაივლის

Published on

მართვის მოწმობის მისაღებ  გამოცდაზე  მომავალსი შეიძლება მხოლოდ ისინი იქნენ დაშვებულივინც მომზადებას  ავტორიზებულ სკოლებში გაივლის.-  განაცხადა ამასთან დაკავშირებულ ცვლილებებზე  შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ შალვა ხუციშვილმა ნიუპოსტის ჟურნალისტთან საუბარში.  
 
მისი თქმით, მართვის მოწმობის მისაღებად მოსამზადებელ სკოლებს შორის   ბევრია არაკვალიფიციური სკოლა , რომელიც 4 დღეში ამზადებს გამოცდაზე გასვლის მსურველებს – ეს სახელმწიფოს დიდი პრობლემაა და სწორედ ამ კუთხით მიმდინარეობს კანონზე მუშაობა, რომ მხოლოდ ავტორიზებულ სკოლებში გავლილი მსურველი გავა გამოცდაზე. 
 
„ჩვენი შეფასების სისტემა არ არის ისეთი, რომ უფრო უზრუნველყოს კვალფიციური მძღოლების გამოშვება. ეს არის როგორც სკოლების ასევე ჩვენი პრობელემა მაგალითად არის სკოლები რომელებიც 4 დღეში ამზადებენ მართვის მოწმებისთვის. ვმუშაობთ მართვის მოწმების გამოცდების პროექტზე. ვაწარმოებთ აქტიურ კონსულტაციას განათლების სამინისტროსთან, რომელმაც, თუკი კონსულტაციები წარმატებით დასრულდება, უნდა ითავოს და ყველა ასეთ სკოლას ავტორიზაცია გაატაროს. ასეთ სკოლებს ექნებათ სპეციალური პროგრამა, თუ რამდენი საათი უნდა ავარჯიშოს. მოხდება ამ ყველაფრის მონიტორინგი.
 
გამოცდაზე გავა ადამიანი, რომელსაც ასეთი სკოლა ექნება გავლილი. ჩვენი გამოცდის სტანდარტიც იქნება მაღალი.
 
ამ პროექტზე ვმუშაობთ როგორც დიდი რეფორმაზე. ვნახოთ, როგორ შეთანხმდება მთავრობა ამაზე. ამის შესახებ ინფორმაცია ალბათ მალე გახდება ცნობილი“ – განაცხადა ხუციშვილმა

სიახლეები

თვითონ გჯერათ, რომ საქართველოსთვის მე საფრთხეს წარმოვადგენ? – პაატა ბურჭულაძე მოსამართლეს

"თვითონ გჯერათ, რომ საქართველოსთვის მე საფრთხეს წარმოვადგენ?" - ამ სიტყვებით მიმართა მსოფლიო ბანმა, პაატა...

ცნობილია, რომელ უნივერსიტეტს რა ფაკულტეტები დარჩება

„ქართული ოცნების“ მთავრობის განათლების მინისტრმა გივი მიქანაძემ სამთავრობო გუნდის მიერ შემუშავებული განათლების რეფორმის ფარგლებში...

ოცნება 6 წელზე მეტი ასაკის მანქანების იმპორტის აკრძალვას გეგმავს

ქართული ოცნების მთავრობა 6 წელზე მეტი ასაკის ავტომობილების იმპორტის აკრძალვას გეგმავს. ეს ქართული ოცნების...

1-ელი ივლისიდან იკრძალება პლასტმასის მასალაში მოთავსებული სურსათის გაცემა

ირაკლი კობახიძის განცხადებით, პლასტიკის იმ პროდუქციის გამოყენებაზე, რომელიც სურსათთან პირდაპირ შეხებაშია, შეზღუდვები ეტაპობრივად ამოქმედდება. მისი...