მთავარისიახლეებისაზოგადოებაიგოეთთან და გორთან მომხდარი სამი ავტოსაგზაო შემთხვევა და ოთხი გარდაცვლილი

იგოეთთან და გორთან მომხდარი სამი ავტოსაგზაო შემთხვევა და ოთხი გარდაცვლილი

Published on

თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო მაგისტრალის შიდა ქართლის მონაკვეთზე გუშინ საღამოს მომხდარი სამი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ოთხი ადამიანი გარდაიცვალა. 

 იგოეთთან მსუბუქი ავტომანქანის მძღოლმა, რომელიც არსებული ინფორმაციით, შსს-ს საგანგებო დავალებათა შიდა ქართლის სამმართველოს თანამშრომელია, საჭე ვერ დაიმორჩილა და გზის სავალი ნაწილიდან გადავარდა. ავარიის შედეგად მძღოლის მეუღლე, 8 თვის ორსული გარდაიცვალა. 

გარდა ამისა, გორთან მომხდარ კიდევ ერთ ავტოსაგზაო შემთხვევას სოფელ ზერტში მცხოვრები 35 წლის მამაკაცი ემსხვერპლა. 

ასევე, გორი-ხაშურის მონაკვეთზე ”მერსედესის” და ”ოპელის” მარკის ავტომანქანების შეჯახების შედეგად დაიღუპა ორი ადამიანი. საჭესთან მჯდომი ახალგაზრდა ქალი და 60 წლამდე ასაკის მამაკაცი. 

აღნიშნულ ფაქტებთან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება.

სიახლეები

არ გამოვრიცხავ, ამ პოსტზე დიდი ხანი არ ვიყო-მდინარაძე

ივანიშვილის წარმომადგენელმა, მამუკა მდინარაძემ მის მორიგ ახალ თანამდებობასთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა. ის ამბობს, რომ...

შინდისის ბრძოლიდან 18 წელი გავიდა

18 წელი შინდისის ბრძოლიდან-დღეს აგვისტოს ომის ყველაზე ტრაგიკული დღეა. შინდისთან, რუსეთის 53-ე არმიასთან უთანასწორო...

TI: ალექსანდრე ელისაშვილის ქმედებაში ტერორისტული მიზანი არ იკვეთება

"საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ“ ალექსანდრე ელისაშვილის საქმის მასალები და თბილისის საქალაქო სასამართლოს განაჩენი შეისწავლა....

კოლუმბიაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობამ 160-ს გადააჭარბა

კოლუმბიაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობამ 160-ს გადააჭარბა - ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს და წერს, რომ...