მთავარისიახლეებიპოლიტიკააღკვეთს თუ არა ბიძინა ივანიშვილი კალაძის თამაშებს ნაჯახის დარტყმით

აღკვეთს თუ არა ბიძინა ივანიშვილი კალაძის თამაშებს ნაჯახის დარტყმით

Published on

ნიკა გვარამია სოციალურ ქსელში ეხმაურება ინფორმაციას თბილისის მერის პოსტზე კახი კალაზის კანდიდატურის შესაძლო წარდგენის შესახებ.
 
,,ამასობაში, კახი კალაძის ფიგურამ საინტერესო კონტურების შეძენა დაიწყო:
1. ძალიან ბევრი ფული მოიხვეჭა განვლილი 5 წლის მანძილზე,
2. საკუთარი მრავალრიცხოვანი საპარლამენტო დაჯგუფება შექმნა,
3. თბილისის მერობა დაიჟინა (დიახ, დაიჟინა), და მისი კანდიდატურის მიუღებლობის გადაძლევას საკუთარი საპარლამენტო დაჯგუფების ულტიმატუმნარევი ქმედებებით ცდილობს,
4. ერთერთ მცირე ტვში შედის მსხვილი ინვესტიციით, ანუ საკუთარ მედიაპლატფორმას იქმნის.
 
დასკვნა: ან ბიძინა ივანიშვილი მის ამ თამაშებს ნაჯახის დარტყმით აღკვეთავს, ან სიტუაციას ხელიდან გაუშვებს და ქვეყნის ყველაზე მაღალი ვოტუმის არჩევით ფიგურას მიიღებს საკუთარი ფულით, პოლიტიკური დასაყრდენით და მედიით.
 
ვნახოთ, დასუსტდა და წასასვლელად ემზადება ივანიშვილი, თუ სიტუაციას კვლავ აკონტროლებს. '' – წერს ნიკა გვარამია

სიახლეები

ზებრა გალიიდან პატრონს აუჯანყდა და იქიდან მიაფურთხა – სააკაშვილი

“ნახეთ რა მომხდარა - ზებრა გალიიდან პატრონს აუჯანყდა და იქიდან მიაფურთხა. ხოდა ახლა პატრონი...

უცხო ქვეყნის 67 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს

ბოლო დღეების განმავლობაში, უცხო ქვეყნის 67 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს - ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო...

კობახიძე ადასტურებს, რომ ოკუპირებულ აფხაზეთში საწვავის შეტანა მთავრობასთან იყო შეთანხმებული

ირაკლი კობახიძე ისევ ადასტურებს, რომ ოკუპირებულ აფხაზეთში საწვავი მთავრობასთან შეთანხმებით გავიდა. ამის შესახებ მან...

დიდი იმედი მაქვს, რომ იგი შეცდომაშია შეყვანილი – ვოლსკი ღარიბაშვილზე

პარლამენტის ვიცე-სპიკერი, გია ვოლსკი ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებას "უბადრუკ წერილს" უწოდებს  - "ოცნების" წევრი ამბობს, რომ...