მთავარისიახლეებიპოლიტიკავისაც შენება უნდა და შეუძლია – აშენებს, ვისაც არა – ეძებს მიზეზს...

ვისაც შენება უნდა და შეუძლია – აშენებს, ვისაც არა – ეძებს მიზეზს არ ააშენოს

Published on

მიხეილ სააკაშვილი თავის სტიქიაშია. სამშობლოდან შორსაც კი. ამჯერად იგი უკრაინის სახელმწიფოს და უკრაინულ ქალაქებს აშენებს. 
 
,,დღეს სვეტლოვოდსკში ჩამოვედი. აბა რამდენმა იცით ამ ქალაქის არსებობის შესახებ და რამდენი ხართ ამ ქალაქში ნამყოფი? ალბათ ძალიან ცოტა, ამ დროს კიევიდან მხოლოდ 3 საათის სავალზეა და ეს ადგილი ნამდვილი ტურისტული სასწაულია. აქ არის უსაზღვრო ზღვა, ულამაზესი გორაკები და ტბები, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები, უგემრიელესი სამზარეულო და რაც მთავარია საოცრად თბილი და სტუმართმოყვარე ხალხი.
 
როდესაც უკრაინაში ნორმალური და ქვეყნის მოყვარული ხელისუფლება იქნება, ჩვენ აქ გავაკეთებთ გზებს, მოვაწესრიგებთ ინფრასტრუქტურას, მივცემთ ხალხს იაფ კრედიტებს, ჩავატარებთ სარეკლამო კამპანიას და სვეტლოვოდსკი მაშინვე გამოცოცხლდება და ამუშავდება თავისი ხალხის და უკრაინის საკეთილდღეოდ.
 
და კიდევ რამდენი ასეთი წარმოუდგენლად ლამაზი და უდიდესი პოტენციალის მქონე ადგილია უკრაინაში. ''– წერს მიხეილ სააკაშვილი პირად ფეისბუქგვერდზე. 
 
მიხეილ სააკაშილი ამბობს და აშენებს. საქართველოში კი დღევანდელი მთავრობა გვაიძულებს ვიმკითხაოთ,  ვაშენებთ თუ არა სახელმწიფოს? ვაშენებთ თუ არა დემოკრატიას?  უფრო ლოკალური (თუმცა არც ისე) მნიშვნელობის კითხვა: აშენდება ანაკლია? არ აშენდება?
 
და ბოლოს, ვისაც შენება უნდა და შეუძლია – აშენებს, ვისაც არა – ეძებს მიზეზს არ ააშენოს. 

სიახლეები

აბიტურიენტების 25%-ზე მეტმა ბარიერი ვერ გადალახა

რას ვერ ასწავლიან მოზარდებს სკოლებში და რატომ იქცა ეროვნული გამოცდების ჩაბარება აბიტურიენტების ნაწილისთვის სერიოზულ...

სოფელ ყულიშკარში ტრაგიკულად გარდაცვლილი სამი და ცოტა ხნის წინ დაკრძალეს

სოფელ ყულიშკარში ტრაგიკულად გარდაცვლილი სამი და ცოტა ხნის წინ დაკრძალეს.  დასაფლავების გადაწყვეტილება გვამებს გახრწნის...

რუსეთმა ჩრდილოეთ კორეისგან 8 500-ზე მეტი სამხედრო მიიღო

რუსეთმა ჩრდილოეთ კორეისგან 8 500-ზე მეტი სამხედრო მიიღო, მათ შორის 400 დრონის ოპერატორი -...

უკრაინულმა დრონებმა რუსეთში სამარის ოლქში ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას დაარტყეს

უკრაინულმა დრონებმა რუსეთში სამარის ოლქში ნოვოკუიბიშევსკის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას დაარტყეს, რომელიც роснефть-ს ეკუთვნის. გავრცელებულ კადრებში...