მთავარისიახლეებიმსოფლიოტრაგედია ლონდონ ბრიჯზე

ტრაგედია ლონდონ ბრიჯზე

Published on

ლონდონში მომხდარი ტერაქტის შედეგად 6 მოქალაქე დაიღუპა, ხოლო პოლიციამ 3 ეჭვმიტანილი მოკლა. სამართალდამცველების განცხადებით ეჭვმიტანილებს ყალბი ფეთქებადი ჟილეტები ეცვათ. უახლეს ინფორმაციას და ვიდეოს მომხდარის შესახებ BBC ავრცელებს. 
 
ლონდონის სასწრაფო დახმარების ინფორმაციით, ქალაქის 5 საავადმყოფოში 48 პაციენტია გადაყვანილი. ამ დროისთვის ლონდონ ბრიჯი და მეტროსადგური ლონდონ ბრიჯი დაკეტილია.
 
შეგახსენებთ, რომ ადგილობრივი დროით დაახლოებით 22:00 საათისთვის, ლონდონ ბრიჯზე თეთრი ფერის სატვირთო ავტომობილი ფეხით მოსიარულეებში შეიჭრა და ხალხს გადაურა, შემდეგ კი ადამიანებს ცივი იარაღით დაესხნენ თავს.
 
ბრიტანეთის პრემიერმინისტრმა ტერეზა მეიმ ლონდონში მომხდარ თავდასხმას საშინელი და შემაძრწუნებელი უწოდა, ლონდონის მერმა სადიყ ხანმა განაცხადა, რომ ამ ლაჩრულ თავდასხმას უდანაშაულო ლონდონელებზე და ქალაქის სტუმრებზე   არანაირი გამართლება არა აქვს. 
 

 

 

სიახლეები

საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარის ყოფილი მოადგილე დააკავეს

დაკავებულია საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარის ყოფილი მოადგილე, ლევან კუპატაშვილი - ამის შესახებ პროკურატურაში გამართულ...

წვევამდელი, რომელიც ამ კანონს დაარღვევს, 1 000 ლარით დაჯარიმდება

„თავდაცვის კოდექსსა“ და “ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ ცვლილებები შედის, რომელის თანახმადაც წვევამდელი, რომელიც სამედიცინო პროცედურების...

ნიკა მელია 5 000 ლარით დააჯარიმეს

პარტია ახალის და კოალიცია ცვლილებისთვის ერთ-ერთი ლიდერი, ნიკა მელია მოსამართლემ 5 000 ლარით დააჯარიმა. გადაწყვეტილება...

მაინტერესებს, რამდენნაირი მოსამართლე არსებობს ამ ქვეყნად – ნიკა მელიას სიტყვა სასამართლოზე

პროცესში მონაწილეობა მივიღე იმიტომ, რომ მინდა ვუსმინო იმ ორ პოლიციელს, მერე პერიფერიული ხედვით თქვენ...