მთავარისიახლეებისამართალირატომ მოიკლა თავი სასტუმრო ,,არმაზის'' მეპატრონემ?

რატომ მოიკლა თავი სასტუმრო ,,არმაზის” მეპატრონემ?

Published on

ჟურნალისტი ნოდარ მელაძე რუსთავი 2 – ის ეთერში სვამს კითხვებს, რატომ მოიკლა თავი ქობულეთის სასტუმრო ,,არმაზის''მეპატრონემ ზაზა
ართმელიძემ, რატომ დააკავეს იგი მტკიცებულებების გარეშე და ჰქონდა თუ არა ვინმეს სასტუმროს ტერიტორიის მითვისების სურვილი?
 
2015 წელს ქობულეთის სასტუმროში მომხდარი ხანძრის მიზეზი, რომელმაც 3 ბავშვის სიცოცხლე იმსხვერპლა, გამოძიებული ამ დრომდე არ არის, თუმცა, ამას კიდევ ერთი ტრაგედია დაემატა. სასტუმროს მეპატრონემ, ზაზა ართმელიძემ, რომელიც მომხდარის გამო 5 თვე ციხეში იჯდა, თავი მოიკლა. ართმელიძემ წერილშიც განმარტა, რომ დამნაშავე არ იყო და მას ბავშვების გადარჩენის საშუალება არ მისცეს. – ამბობს ჟურნალისტი.
 
ქობულეთის ტრაგედიების სერიაზე კითხვის ნიშნები ჩნდება – ამ კითხვებს პასუხობს და ახალ სკანდალურ დეტალებს პოსტსკირპტუმთან საქალაქო სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარე, მამუკა ახვლედიანი ყვება. ზაზა ართმელიძე მისი ნათესავი იყო და გიორგი ახვლედიანის თქმით, მასზე ზემოქმედების მიზნით, ართმელიძე 2015 წელს მტკიცებულებების გარეშე დააკავეს.
 
სასტუმროს მეპატრონის დაკავების შემდეგ, ოჯახს ბათუმის საქალაქოსასამართლოს თავმჯდომარემ, დავით მამისეიშვილმა პირდაპირ განუმარტა, თუ რა სურდა მათგან.
 
„პირდაპირ გვითხრა, გააჩერეთ ახვლედიანი, ეს იყო მისი ტექსტი, ოჯახის წევრებს პირდაპირ მიანიშნებდა, რომ მათი მეშვეობით მოეხდინათ ჩემზე ზეგავლენა, რომ გავჩერებულიყავი, რათა იმ ოჯახს პრობლემები არ შექმნოდა,“ – აცხადებს მამუკა ახვლედიანი.
 
ამ პერიოდში მამუკა ახვლედიანი სასამართლოს სისტემაში მიმდინარე პროცესების გამო, იუსტიციის უმაღლეს საბჭოს დაუპირისპირდა.
 
საქალაქო სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარე განმარტავს, რომ ზაზა ართმელიძის წინააღმდეგ გადაწყვეტილება ბათუმის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარემ, ამჟამად სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის, მიხეილ ჩინჩალაძისა და მოსამართლის, ლევან მურუსიძის დავალებით გამოიტანა.
 
2016 წლის 22 თებერვალს მამუკა ახვლედიანი, სასამართლოს თავმჯდომარის თანამდებობიდან გადააყენს. ცოტა ხანში ციხიდან ზაზა ართმელიძეც გამოუშვეს.
 
ქობულეთში დაღუპული ბავშვების მშობლებმა სასტუმროს მეპატრონესთან შეხვედრა ვერ მოასწრეს და ვერც დამატებითი ინფორმაცია მიიღეს. ისინი გამოძიებას უნდობლობას უცხადებენ და ცხედრების ექსგუმაციას და გამოძიების თავიდან დაწყებას ითხოვენ.
 
უცნობია, არსებობს თუ არა ქობულეთის ტურისტულ ზონაში მდებარე ტერიტორიაზე პოლიტიკურის გარდა, კომერციული ინტერესიც, თუმცა, აღსანიშნავია, რომ ტრაგედიის შემდეგ, ბანკმა ხანძრის ფაქტორი არ გაითვალისწინა და მეპატრონეებს არაპროპორციული ჯარიმა დააკისრა. მფლობელებს ქონება წაართვეს.
 
 

სიახლეები

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან - ინფორმაციას ჟურნალისტი არიელ ჰელვანი...

პაპუაშვილი-დღეს ევროკავშირი გადართულია საქართველოს დაზიანების კურსზე

დღეს ბრიუსელი ცდილობს რომ დააზიანოს საქართველო ყველანაირად - ეკონომიკურად, პოლიტიკურად, სოციალურად დააზიანოს ქართველი ხალხი,...

ევროკავშირი შავი ზღვის უსაფრთხოების ჰაბის შესაქმნელად 50 მლნ ევროს გამოყოფს

ევროკავშირი სამოქალაქო გემებზე თავდასხმების გახშირების ფონზე, რუმინეთ-ბულგარეთის ერთობლივი შავი ზღვის საზღვაო უსაფრთხოების ჰაბის შექმნის...

ჟურნალისტ გურამ როგავაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს 5-წლიანი პატიმრობა მიესაჯა

ჟურნალისტ გურამ როგავაზე 2024 წლის საპროტესტო აქციაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს, გურამ კირკიტაძეს, 5-წლიანი პატიმრობა...