"ქართული ოცნების" გასვლითი სხდომა იმართება ამ წუთებში "შატო მუხრანში", რომელიც მედიისთვის დახურულია.
შეხვედრას საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე და პრემიერმინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ესწრებიან.
შეხვედრაზე პარტიის წევრები ორ ძირითად საკითხს განიხილავენ. პირველი საკითხი თვითმმართველობის არჩევნებისთვის სამზადისს შეეხება. მეორე განსახილველი თემა კი საკონსტიტუციო პროექტის განხილვის შემდგომი პროცესია.
შეხვედრის მონაწილე უმრავლესობის ლიდერები ამბობენ, რომ დღეს მერობის კანდიდატებთან დაკავშირებით მსჯელობა არ მიმდინარეობს.