მთავარისიახლეებიმსოფლიოლონდონში ტერაქტთან კავშირში ეჭვმიტანილი 12 ადამიანია დაკავებული

ლონდონში ტერაქტთან კავშირში ეჭვმიტანილი 12 ადამიანია დაკავებული

Published on

ლონდონში ტერაქტის შემდეგ პოლიციის რეიდები მიმდინარეობს. უკვე  დაკავებულია 12 ეჭვმიტანილი, რომელთაც ლონდონ ბრიჯის ტერაქტთან  კავშირში ედებათ ბრალი. 
პოლიციის ცნობით, ეჭვმიტანილები ლონდონის აღმოსავლეთ რაიონში დააკავეს.
 
დიდი ბრიტანეთის შინაგან საქმეთა მინისტრის, ემბერ რუდის თქმით, დიდი ალბათობით ლონდონის ხიდზე ტერაქტი, რადიკალმა ისლამისტმა ტერორისტებმა მოაწყვეს.
 
შეგახსენებთ, თავდასხმა გუშინ ღამით მოხდა. ფეხით მოსიარულეებს ჯერ სატვირთო ავტომობილი დაეჯახა და შემდგომ თავდამსხმელებმა გამვლელების დანით დაჭრა დაიწყეს.
 
ტერაქტის შედეგად 7 ადამიანი გარდაიცვალა, ხოლო 48 დაშავდა, მათგან  21 ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულია
 
 

 

სიახლეები

“ეს ეხება უკრაინას, ეს ეხება საქართველოს” ,პუტინს სსრკ-ს აღდგენა სურს-ვადეფული

გერმანულ ტელევიზიასთან საუბარში გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, იოჰან ვადეფულმა თქვა, რომ მისი აზრით, რუსეთის...

უკრაინამ მოსკოვის ოლქზე იერიშები მიიტანა

უკრაინამ მოსკოვის ოლქზე დრონებით იერიში მიიტანა. რუსული მხარის ცნობით, დარტყმების შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა...

პოლონეთი უკრაინის საზღვართან Abrams-ის ტანკებს, Patriot-ის სისტემებსა და ახალ სამხედრო ქვედანაყოფებს განალაგებს

პოლონეთი უკრაინასთან საზღვრის გაძლიერებას გეგმავს და ქვეყნის აღმოსავლეთით მდებარე ლუბლინის სასაზღვრო რეგიონში Abrams-ის ტიპის...

დააკავეს პირი, რომელი სხვის უძრავ ქონებას თაღლითურად დაეუფლა

შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ბრალდებით, ქუთაისში...