მთავარისიახლეებისამართალილონდონში დაღუპულთა და დაშავებულთა შორის საქართველოს მოქალაქეები არ არიან

ლონდონში დაღუპულთა და დაშავებულთა შორის საქართველოს მოქალაქეები არ არიან

Published on

ბრიტანული მხარე დაღუპულთა და დაშავებულთა შორის საქართველოს მოქალაქეების არსებობას არ ადასტურებს. ამის შესახებ ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. უწყება ლონდონში მომხდარ ტერორისტულ აქტთან დაკავშირებით საქართველოს მოქალაქეების საყურადღებოდ ცხელი ხაზის ნომერსაც აქვეყნებს.

”ლონდონში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებულ სამეფოში საქართველოს საელჩოში მოქმედებს ცხელი ხაზი: +44 7872 064830.
ასევე 24 საათიანი ცხელი ხაზი მოქმედებს საგარეო საქმეთა სამინისტროს საკონსულო დეპარტამენტში: (+995 32) 294 50 50.
ამ ეტაპზე ბრიტანული მხარე დაღუპულთა და დაშავებულთა შორის საქართველოს მოქალაქეების არსებობას არ ადასტურებს.
ქალაქის პოლიცია მოსახლეობას მოუწოდებს, თავი შეიკავონ შემდეგ ტერიტორიებზე გადაადგილებისაგან: London Bridge, Borough Market”-ნათქვამია საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში. 

ლონდონში მომხდარი ტერაქტის შედეგად 6 ადამიანი დაიღუპა, ათობით კი დაშავდა. ამის შესახებ ინფორმაციას ლონდონის პოლიცია ავრცელებს. 
”ამ დროისთვის რა ინფორმაციაც გვაქვს, 6 ადამიანია დაღუპული, სულ მცირე 20 კი ლონდონის 6 სხვადასხვა საავადმყოფოშია გადაყვანილი”, – აცხადებენ პოლიციაში.

ლონდონში, ლონდონ-ბრიდჯის ხიდზე მიკროავტობუსი ფეხით მოსიარულეებს დაეჯახა. ლონდონის პოლიციამ შემთხვევას ტერაქტის კვალიფიკაცია მისცა. BBC იუწყება, რომ მიკროავტობუსი 80 კმ/საათში სიჩქარით გადაადგილდებოდა.

სიახლეები

ლილუაშვილის თანაგუნდელს 1.5 წლით პატიმრობა მიესაჯა

თბილისის საქალაქო სასამართლომ შემოსავლების სამსახურის უფროსის ყოფილი მოადგილე ვლადიმერ ხუნდაძე სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში...

ვატო შაქარაშვილი აღიარებს, რომ სასამართლოს ჩვენება “ვარაუდების საფუძველზე” მისცა

ე.წ. ჩორჩანას საქმე - გიორგი გახარიას წინააღმდეგ მოწმედ გამოძახებულმა ვატო შაქარაშვილი აღიარა, რომ სასამართლოს...

დააკავეს “ნაცისტურ-ფაშისტური” იდეოლოგიის მქონე დაჯგუფების ერთ-ერთი ლიდერი – შსს

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, თბილისში არასრულწლოვნების მიმართ ჯგუფურად განხორციელებული დამამცირებელი და არაადამიანური მოპყრობის, ასევე,...

საქართველომ რუსეთს ნარკოდანაშაულში ბრალდებული ორი პირი გადასცა

საქართველომ რუსეთს დმიტრი პუშკარევი და კორნეი ფედუნოვი გადასცა, რომლებსაც რუსეთში დანაშაულებრივი დაჯგუფების შექმნასა და...