იუვენტუსი: “გვეგონა ჩვენი დრო დადგა, თუმცა ერთი შანსი კიდევ გვექნება“

0
484
ლეონარდო ბონუჩის ეგონა, რომ ტურინის "იუვენტუსის“ დრო დადგა.
იტალიური გუნდის მცველმა ამის შესახებ უეფას ჩემპიონთა ლიგის ფინალში მადრიდის "რეალთან“ (1:4) მარცხის მერე განაცხადა.
"უდავოა, რომ იმედგაცრუებული ვართ. გვჯეროდა და ვფიქრობდით, რომ ჩვენი დრო დადგა, მაგრამ ასე არ აღმოჩნდა. "რეალს“ გამარჯვებას ვულოცავ.
მაინც გვეამაყება, რომ ამ შემადგენლობის ნაწილი ვართ. ორი ტიტული მოვიგეთ და რაღაც უნიკალური გავაკეთეთ. აპლოდისმენტები გულშემატკივრებს, რომლებიც "ბებერი სინიორას“ მხარდასაჭერად ჩამოვიდნენ, ვინც აქ იყო და ყოველთვის ბოლომდე იქნება როგორც გამარჯვების, ასევე, მარცხის დროს“ – დაწერა ბონუჩიმ თავის ინსტაგრამზე.
 
დანი ალვეშმა აღიარა, რომ "რეალმა“ მეორე ტაიმში "იუვენტუსს“ აჯობა.
ტურინელთა ბრაზილიელემა მარჯვენაფლანგელმა ეს უეფას ჩემპიონთა ლიგის ფინალში მადრიდელებთან (1:4) მარცხის მერე განაცხადა.
"ანგარიში გავათანაბრეთ, მაგრამ მეორე ტაიმში "რეალმა“ უბრალოდ ჩვენზე კარგად ითამაშა. მიმაჩნია, რომ მადრიდელებმა როგორც ველოდით ისე ითამაშეს. განსხვავება ისაა, რომ სხვა მატჩებისგან განსახვავებით თავი კარგად ვერ დავიცავით.
თუ ბოლო წუთამდე სიფხიზლეს და კონცენტრაციას არ შეინარჩუნებ, ისეთ გუნდს როგორიც "რეალია“ შეუძლია ძალიან ძლიერად გიჩხვლიტოს. იმის გათვალისწინებით მის შემადგენლობაში როგორი ნიჭიერი მოთამაშეები არიან“ -იუწყება ბრაზილიელი ფეხბურთელის სიტყვებს ინტერნეტპორტალი football-italia.net-ი.
 
ჯანლუიჯი ბუფონი უეფა  ჩემპიონთა ლიგის ფინალში დაფიქსირებული ანგარიშით ცოტა შოკირებულია.
ტურინის "იუვენტუსის“ მეკარემ ამის შესახებ ფინალში მადრიდის "რეალთან“ (1:4) მარცხის მერე განაცხადა.
"გუნდი ძალიან იმედგაცრუებულია. მიგვაჩნდა, რომ ჩემპიონთა ლიგის მოსაგებად ყველაფერი გავაკეთეთ. კარგი პირველი ტაიმი ჩავატარეთ, ამიტომ, ცოტა შოკირებული ვართ იმით შეხვედრა როგორც დასრულდა. ასეთ ტურნირში გამარჯვებისთვის რაღაც უფრო მეტია საჭირო. პირველ ტაიმში ბევრი ძალა დავხარჯეთ. მეორე ტაიმში "რეალის“ მაღალი დონე გამოვლინდა. მადრიდელებმა დამსახურებულად გაიმარჯვეს. "იუვენტუსთან“ კონტრაქტი კიდევ ერთი წელი მაკავშირებს და ე.ი. ჩემპიონთა ლიგის მოგების კიდევ ერთი შანსი მაქვს.
ალბათ, უნდა შევთანხმდეთ, რომ "იუვენტუსისთვის“ რთული იქნება უფრო უკეთესად გამოსვლა, ვიდრე ამ სეზონში შეძლო, რადგან ჩვენ მართლაც რაღაც დაუჯერებელის გაკეთება შეგვეძლო. სამწუხაროდ, ვერ მოვახერხეთ““ – ციტირებს 39 წლის იტალიელ მეკარეს ინტერნეტპორტალი Football Italia.
ბუფონმა ჩემპიონთა ლიგის ფინალებში გაშვებული გოლების რაოდენობით ამსტერდამის "აიაქსისა" და "მანჩესტერ იუნაიტედის" ყოფილი მეკარეს ედვინ ვან დერ სარის რეკორდი გაიმეორა.
ორივემ საკუთ კარში 7 გოლი მიიღო. ბუფონმა 3 გოლი 2015 წელს "ბარსელონასთან" (1:3) ფინალში გაუშვა. 
 
 
ჩემპიონთა ლიგის ფინალში მარცხის შემდეგ ''იუვენტუსის'' მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ  ჟურნალისტებთან თამაში შეაფასა.
მასიმილიანო ალეგრი: “ჩემმა ფეხბურთელებმა საოცარი სეზონი ჩაატარეს. მათით ვამაყობ. დიდებული პირველი ტაიმი ჩავატარეთ და მხოლოდ ერთი გოლი გავუშვით. ფეხბურთელებს მხოლოდ მადლობას ვეტყვი. მეორე ტაიმის საწყის 15 წუთში ვერ მოვახერხეთ თავის დაცვა, ნაკლოვანებებზე  შემდეგ სეზონში ვიზრუნებთ, დაშვებულ შეცდომებს გავითვალისწინებთ. “რეალმა’’ მეორე ტაიმი ბრწყინვალედ ჩაატარა, პირველი ტაიმის შემდეგ უფრო სწრაფი ფეხბურთი აჩვენა და დაამტკიცა, რომ გამარჯვებას იმსახურებდა.
ჩემს გუნდს კიდევ შეუძლია განვითარება, უნდა გავაუმჯობესოთ ტექნიკური უნარები.''
ალეგრიმ ბუფონისა და ბარძალის გუნდში დარჩენის შესახებაც ისაუბრა: ''ჯანლუიჯი ბუფონი შემდეგ სეზონში კვლავ ჩვენს გუნდში იქნება. მისი კარიერა მინიმიმ ერთი წლით გახანგრძლივდება. ასევე ჩვენთან რჩება ბარძალი.''
შეგახსენებთ, კარდიფში გამართულ ჩემპიონთა ლიგის ფინალში მადრიდის ''რეალმა'' 4:1 დაამარცხა ტურინის ''იუვენტუსი.''

წინა სტატიარაული: “ეს “რეალის“ ისტორიაში საუკეთესო შემადგენლობაა, მაგრამ ზიდანის ფაქტორიც ძალიან მნიშვნელოვანია”
შემდეგი სტატიაFacebook-ს უკვე 2 მილიარდამდე ადამიანი მოიხმარს
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური