მთავარისიახლეებისამართალიაშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადება აზერბაიჯანელი ჟურნალისტის დაკავებასთან დაკავშირებით

აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადება აზერბაიჯანელი ჟურნალისტის დაკავებასთან დაკავშირებით

Published on

აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტი აზერბაიჯანელი ჟურნალისტის დაკავებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.
 
განცხადებაში ნათქვამია, რომ ამერიკის შეერთებული შტატები შეშფოთებულია 30 მაისს, აზერბაიჯანელი ჟურნალისტის თბილისში გატაცებითა და შემდგომ აზერბაიჯანში დაკავებით. 
 
„ჩვენ ასევე შეშფოთებას გამოვხატავთ 25 მაისს, აზერბაიჯანის სახალხო პარტიის თავმჯდომარის მოადგილის, გოზალ ბაირამლის დაკავების გამო. 
აზერბაიჯანის მთავრობას მოვუწოდებთ, გაათავისუფლოს დაკავებულები, რათა მათ ისარგებლონ ფუნდამენტური თავისუფლებით, რასაც ითვალისწინებს საერთაშორისო და ეუთო-ს შეთანხმებები. ინტენსიურად ვაკვირდებით საქართველოში მიმდინარე საგამოძიებო პროცესს და მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, რომ ეს გამოძიება ჩაატაროს სრულყოფილად, გამჭვირვალედ და დროულად“, – ნათქვამია აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაში. 
 

სიახლეები

ბაღიდან გათავისუფლებული ხათუნა გოგუა ზუგდიდის მერს ღია წერილით მიმართავს

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ინგირის („წითელქუდას“) საბავშვო ბაღის დამფუძნებელი და ხელმძღვანელი ხათუნა გოგუა 2026 წლის...

ძალიან რთული აღმოჩნდა პოლიტიკაში ყოფნა -ოზურგეთის მერი გადადგა

 ოზურგეთის მერი გადადგა  ამის შესახებ პაატა კუნჭულიამ სოციალურ ქსელში დაწერა:  "მსურს, ვაცნობო საზოგადოებას, რომ მივიღე...

“გლოვოს“ კურიერზე თავდასხმის საქმეზე კიდევ 2 არასრულწლოვანი დააკავეს

“გლოვოს“ კურიერზე ძალადობის ბრალდებით კიდევ 2 არასრულწლოვანი დააკავეს, რომლებიც მიმალვაში იმყოფებოდნენ. საქმეზე სულ დაკავებულია...

ყალბ ოქროს ნივთებს ალომბარდებდნენ და თანხას იღებდნენ – დაკავებულია 2 პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის გარდაბნის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის...