მთავარისიახლეებისაზოგადოებასოფლის სკოლებში პედაგოგების პრობლემაა სწორედ საბუნებისმეტყველო მიმართულებით- ალექსანდრე ჯეჯელავა

სოფლის სკოლებში პედაგოგების პრობლემაა სწორედ საბუნებისმეტყველო მიმართულებით- ალექსანდრე ჯეჯელავა

Published on

კვლევის შედეგებში, რომელიც ჩატარდა სასკოლო განათლების კუთხით, ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი საკითხია გამოკვეთილი. მინისტრის თქმით, ორდღიან კონფერენციაზე საუბარი იქნება შესაბამის გადაწყვეტილებებზე- განაცხადა განათლების მინისტრმა ალექსანდრე ჯეჯელავამ.”გადაწყვეტილების საფუძველი უნდა იყოს დიაგნოზი, ანუ ის, თუ რა იწვევს პრობლემას. ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი რამ გამოიკვეთა, მაგრამ მე ხაზს გავუსვამდი სოფლისა და ქალაქის სკოლებს შორის მოსწავლეების შედეგიანობაში ძალიან დიდ განსხვავებას. ძალიან ნათლად გამოჩნდა, რომ სოფლის სკოლებში პედაგოგების პრობლემაა სწორედ საბუნებისმეტყველო მიმართულებით. ხარისხიანი პედაგოგების გარეშე შეუძლიებელია ხარისხიანი სწავლება. რა თქმა უნდა, არის ინფრასტრუქტურის საკითხები და სხვა”, – განაცხადა განათლების მინისტრმა. მისივე თქმით, მეორე უმთავრესი პრობლემა რაც გამოიკვეთა, ეს არის ეთნიკური უმცირესობების სკოლებში ახალი შედეგიანობა. ”ეთნიკური უმცირესობების სკოლებში კიდევ უფრო დაბალი შედეგიანობაა, ვიდრე სოფლის სკოლებში. ეს ნიშნავს, რომ ამ მიმართულებით ჩვენი ყურადღება ერთიორად უნდა გაიზარდოს. აქ საუბარია სახელმძღვანელოებზე, პედაგოგებზეც, რადგან ეთნიკური უმცირესობების სკოლებში ფაქტიურად პედაგოგების კორპუსი არ შეცვლილა 20-25 წლის განმავლობაში და ეს პერიოდული პრობლემაა”, – განაცხადა ალექსანდრე ჯეჯელავამ. 
 

სიახლეები

თვითონ გჯერათ, რომ საქართველოსთვის მე საფრთხეს წარმოვადგენ? – პაატა ბურჭულაძე მოსამართლეს

"თვითონ გჯერათ, რომ საქართველოსთვის მე საფრთხეს წარმოვადგენ?" - ამ სიტყვებით მიმართა მსოფლიო ბანმა, პაატა...

ცნობილია, რომელ უნივერსიტეტს რა ფაკულტეტები დარჩება

„ქართული ოცნების“ მთავრობის განათლების მინისტრმა გივი მიქანაძემ სამთავრობო გუნდის მიერ შემუშავებული განათლების რეფორმის ფარგლებში...

ოცნება 6 წელზე მეტი ასაკის მანქანების იმპორტის აკრძალვას გეგმავს

ქართული ოცნების მთავრობა 6 წელზე მეტი ასაკის ავტომობილების იმპორტის აკრძალვას გეგმავს. ეს ქართული ოცნების...

1-ელი ივლისიდან იკრძალება პლასტმასის მასალაში მოთავსებული სურსათის გაცემა

ირაკლი კობახიძის განცხადებით, პლასტიკის იმ პროდუქციის გამოყენებაზე, რომელიც სურსათთან პირდაპირ შეხებაშია, შეზღუდვები ეტაპობრივად ამოქმედდება. მისი...