მთავარისიახლეებისაზოგადოებაგამოცდაზე ჩაჭრილ მოსწავლეებსა და აბიტურიენტებს, შესაძლოა, გამოცდის მეორედ ჩაბარების შანსი მიეცეთ

გამოცდაზე ჩაჭრილ მოსწავლეებსა და აბიტურიენტებს, შესაძლოა, გამოცდის მეორედ ჩაბარების შანსი მიეცეთ

Published on

მე-12 კლასელებს და აბიტურიენტებს, ვინც გამოცდაზე ჩაიჭრებიან, შესაძლოა, გამოცდის მეორედ ჩაბარების შანსი მიეცეთ. ინიციატივა პარლამენტის განათლების კომიტეტის თავმჯდომარეს მარიამ ჯაშს ეკუთვნის. აღნიშნული ინიციატივა ჯაშმა კონფერენციაზე – "სახელმწიფო და საერთაშორისო შეფასება: სასკოლო განათლების ძირითადი გამოწვევები" გამოთქვა. ინიციატივის თანახმად, მეორე შანსი უნდა მიეცეთ იმ მოზარდებს, ვინც ემოციური ფონის, ტექნიკური ხარვეზებისა თუ გაუმართაობის გამო, გამოცდებზე ჩაიჭრა. როგორც განათლების მინისტრმა განაცხადა, ამ ინიციატივას სამინისტრო სამომავლოდ აუცილებლად განიხილავს.”განათლების კომიტეტის თავმჯდომარემ ხაზი გაუსვა იმას, რომ ემოციური ფონის ან ტექნიკური გაუმართაობის გამო პრობლემები იქმნება. არსებობს სურვილი, რომ მიდგომა გახდეს ჰუმანური და ვინც ამ პრობლემებს წააწყდება, ჰქონდეს გამოცდების ჩაბარების მეორე შანსი. ჩვენ დავპირდით კომიტეტის თავმჯდომარეს, რომ ამ საკითხს აუცილებლად განვიხილავთ, თუმცა ამას ახლავს სერიოზული საფრთხეები, ვინაიდან მეორე გამოცდის გაჩენამ, შეიძლება შედეგიანობაზე უარყოფითად იმოქმედოს. მეორე გამოცდის იმედით, პირველს შეიძლება ნაკლები მოტივაციით მიუდგნენ. ეს სერიოზული მსჯელობის საგანია”, – განაცხადა ალექსანდრე ჯეჯელავამ. 

სიახლეები

ჩეხეთმა ქართული დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტებისთვის უვიზო რეჟიმი გააუქმა

ია ფარულავა სასამართლოში შვიდ მედიასაშუალებას, მათ შორის "TV იმედს" უჩივის. ამის შესახებ ის სოციალურ...

სამმა პირმა 1.137 ძირი კანაფიდან 143 კგ ნარკოტიკი მოიყვანა – სამივეს უვადო პატიმრობა ემუქრება

საქართველოს პროკურატურამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო დათესვა, მოყვანა, კულტივირების ფაქტზე 5...

ჩეხეთმა ქართული დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტებისთვის უვიზო რეჟიმი გააუქმა

ჩეხეთმა ქართული დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტებისთვის უვიზო რეჟიმი გააუქმა. ამის შესახებ ჩეხეთის საგარეო საქმეთა...

ჩარლზ III- დღეს, როცა ტირანია კვლავ ემუქრება ევროპას, ერთად ვდგავართ უკრაინის მხარდასაჭერად

ჩვენ ქვეყნებს ყველაზე მჭიდრო ურთიერთობა აქვთ თავდაცვის, უსაფრთხოებისა და დაზვერვის მხრივ, რაც კი...