მთავარისიახლეებიპოლიტიკააშშ პრეზიდენტი ქართველ ხალხს საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს

აშშ პრეზიდენტი ქართველ ხალხს საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს

Published on

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი გიორგი კირიკაშვილს და ქართველ ხალხს საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს. დონალდ ტრამპი ხაზს უსვამს საქართველოს პრემიერ-მინისტრის ვაშინგტონში ვიზიტის ფარგლებში გამართული მოლაპარაკებების შედეგებს და აღნიშნავს, რომ ამერიკის ადმინისტრაცია იმედის თვალით შეჰყურებს ორმხრივი თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავებას. 
 
დონალდ ტრამპი ასევე მიიჩნევს, რომ საქართველო ჩამოყალიბდა დემოკრატიის ლიდერად, რომელსაც მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს საერთაშორისო უსაფრთხოების უზრუნველყოფაში. 
 
"ძვირფასო პრემიერ-მინისტრო, ჩემთვის დიდი პატივია, რომ შესაძლებლობა მაქვს მოგილოცოთ თქვენ და ქართველ ხალხს საქართველოს დამოუკიდებლობის დღე – 26 მაისი. ამერიკის შეერთებულ შტატებსა და საქართველოს მტკიცე და აქტიური პარტნიორობა აკავშირებთ, რაზეც ვაშინგტონში თქვენი ვიზიტისას ჩვენ ვისაუბრეთ კიდეც, და ეს პარტნიორობა, ჩემი ღრმა რწმენით, მომავალში კიდევ უფრო განმტკიცდება. დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ საქართველო ჩამოყალიბდა დემოკრატიის ლიდერად, რომელსაც თავისი წვლილი შეაქვს გლობალური უსაფრთხოების საქმეში. ამერიკის შეერთებული შტატები მადლობას გიხდით ავღანეთში გაღებული წვლილისათვის, რომელსაც, სამწუხაროდ, მსხვერპლიც მოჰყოლია. ჩვენ ვაფასებთ, რომ ავღანეთში, ნატო-ს უმნიშვნელოვანესი მისიის ფარგლებში, ქართველი მებრძოლები ამერიკისა და საერთაშორისო სამხედრო ძალებთან ერთად მსახურობენ. ასევე ვაფასებთ თქვენს პარტნიორობას ერაყსა და სირიაში ისლამური სახელმწიფოს მძიმე სენის აღმოსაფხვრელად შექმნილი კოალიციის ფარგლებში. რეგიონში, რომელიც დაუცველობის პრობლემისა და გარე ძალების მხრიდან წნეხის წინაშე დგას, საქართველო შეუპოვრად და მიზანმიმართულად ადგას საკუთარი მომავლის თავად განსაზღვრის გზას. ჩვენ მომავალშიც მხარს დავუჭერთ თქვენს არჩევანს, რადგან საქართველოს დამოუკიდებლობა და დემოკრატია მთელი მსოფლიოსთვის სამაგალითოა. ამერიკის შეერთებული შტატები უპირობოდ უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და მის ტერიტორიულ მთლიანობას საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ფარგლებში. მე და ჩემი ადმინისტრაცია იმედით შევყურებთ ჩვენი თანამშრომლობის გაგრძელებას, რომლის მიზანია ჩვენს ქვეყნებში მშვიდობის, კეთილდღეობისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფა,"- ნათქვამია დონალდ ტრამპის მილოცვის წერილში.
 

სიახლეები

რუსეთი წელს 9 მაისის აღლუმზე სამხედრო ტექნიკას “ოპერაციული ვითარების გამო” აღარ გამოიყვანს

რუსეთი ამცირებს 9 მაისის გამარჯვების დღის აღლუმს მოსკოვში და ღონისძიებაზე სამხედრო ტექნიკას არ გამოიყვანს,...

ჩვენი სურვილია, 4 რადიკალური პარტიის გარეშე ჩატარდეს საპარლამენტო არჩევნები-კობახიძე

თავისი არსით გერმანიის ნაციონალურ-სოციალისტურ პარტიას ვადარებ კოლექტიურ ნაცმოძრაობას, რომელიც თავისი შინაარსით არის ფაშისტურ-ბოლშევიკური პოლიტიკური...

ნარკოდანაშაულის ბრალდებით 84 პირი დააკავეს – შსს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ქვეყნის მასშტაბით ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ნარკოდანაშაულის...

წმინდა სინოდმა სამი საპატრიარქო კანდიდატი გამოარჩია

წმინდა სინოდმა სამი საპატრიარქო კანდიდატი გამოარჩია - როგორც რამდენიმე წუთის წინ საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის...