მთავარისიახლეებიპოლიტიკა,,ახალი მთავრობით, ახალი ხალხით! სრულად უნდა გადავაყენოთ ძველი პოლიტიკური კლასი!“ - მიხეილ...

,,ახალი მთავრობით, ახალი ხალხით! სრულად უნდა გადავაყენოთ ძველი პოლიტიკური კლასი!“ – მიხეილ სააკაშვილი

Published on

საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა თავის მიზნად უკრაინაში ხელისუფლების შეცვლა დაასახელა. აღნიშნული განცხადება მიხეილ სააკაშვილმა მინისტრთა კაბინეტის შენობასთან გამართულ აქციაზე გააკეთა, სადაც „ჩერკასიობლენერგოს“ თანამშრომლები მათთვის ხელფასის გადახდას ითხოვდნენ. „ჩემი მიზანია ამ ხალხს დავეხმარო. როგორ დავეხმარო მათ?! მხოლოდ გუნდთან ერთად! მხოლოდ საპარლამენტო უმრავლესობით, ახალი მთავრობით, ახალი ხალხით! სრულად უნდა გადავაყენოთ ძველი პოლიტიკური კლასი!“, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა. მისი თქმით, „ყველაფერი ეს ცუდად დასრულდება პოროშენკოსთვის, ხოლო ხალხისთვის კი – კარგად“.მიხეილ სააკაშვილმა აღნიშნა, რომ ჯერ მზად არ არის განაცხადოს, წარადგენს თუ არა თავის კანდიდატურას უკრაინის პრეზიდენტის პოსტზე. „ჯერ მზად არ ვარ განვაცხადო, წარვადგენ თუ არა ჩემს კანდიდატურას უკრაინის პრეზიდენტის პოსტზე. მაგრამ მე თანამდებობები არ მჭირდება. პეტრო პოროშენკომ პირადად შემომთავაზა პრემიერ-მინისტრის პოსტი, მაგრამ მე უარი განვაცხადე“, – დასძინა მან. 

სიახლეები

აშშ-ის საჰაერო ძალების სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავი მოსკოვის აეროპორტში დაეშვა

აშშ-ის საჰაერო ძალების Boeing C-17 Globemaster III სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავი მოსკოვის ვნუკოვოს აეროპორტში დაეშვა. ამის...

ღარიბაშვილის საქმეზე წინასასამართლო სხდომა 19 ოქტომბერს გაიმართება

ირაკლი ღარიბაშვილის საქმეზე წინასასამართლო სხდომა 19 ოქტომბერს, 11 საათზე გაიმართება. დღევანდელ პროცესს არ ესწრებოდა ბრალდებული...

29 481 აბიტურიენტი სტუდენტი გახდა-ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგები ცნობილია

გამოცდების ეროვნული ცენტრი აბიტურიენტთა ჩარიცხვის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს - ირკვევა, რომ 2026 წელს ერთიანი...

ბრალდება წარედგინა კაცს, რომელიც არასრულწლოვან შვილებს მოწყალების თხოვნას აიძულებდა

ბრალდება წარედგინა კაცს, რომელიც არასრულწლოვან შვილებს ძალადობის გამოყენებით მოწყალების თხოვნას აიძულებდა, თანხას კი ისაკუთრებდა....