მთავარისიახლეებისაზოგადოებასინოდის რიგგარეშე სხდომა რამდენიმე დღეში გაიმართება

სინოდის რიგგარეშე სხდომა რამდენიმე დღეში გაიმართება

Published on

სავარაუდოდ რამდნიმე დღეში სინოდის კრება გაიმართება, სადაც გავრცელებული ინფორმაციით მღვდელმთავრებმა ჭყონდიდის მიტროპოლიტის საკითხი უნდა განიხილონ. არ არის გამორიცხული მეუფე პეტრეს მიმართ სინოდმა ხისტი გადაწყვეტილება მიიღოს. საპატრიარქოს იურისტს კი ერთი დღეს დასჭირდა იმისთვის, რომ საპატრიარქოს შენიშვნებისთვის ეპასუხა. ედიშერ ქარჩავას განცხადებას ჭყონდიდის მიტროპოლიტ პეტრესთან დაკავშირებით, რომ თითქოს მას ილია მეორის მოკვდინება სურდა, საპატრიარქო გაემიჯნა.საპატრიარქოს წარმომადგენლები დღეს კიდევ ერთხელ აცხადებდნენ, რომ ედიშერ ქარჩავას განცხადებები არც წმინდა სინოდთან ყოფილა შეთანხმებული და არც საპატრიარქოს სამდივნოსთან. თუმცა იმის მიუხედავად, რომ იურისტმა განცხადებები დამოუკიდებლად გააკეთა, სამსახურიდან არ გაათავისუფლეს, საპატრიარქოსგან კი გაფრთხილება მიიღო.თეოლოგების აზრით, იმის გამო, რომ საპატრიარქოს იურისტის მიმართ მხოლოდ გაფრთხილებთ შემოიფარგლნენ, ეჭვები შორენა თეთრუაშვილის გავლენებზე უფრო ძლიერდება.სინოდის რიგგარეშე სხდომა სავარაუდოდ ივნისში გაიმართება, მღვდელმთავრების შეკრების თარიღი პატრიარქმა უნდა დაადგინოს.

სიახლეები

პროკურატურა 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულ გიორგი კირვალიძესთან გაფორმებული საპროცესო შეთანხმების გაუქმებას ითხოვს

პროკურატურა 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულ გიორგი კირვალიძესთან გაფორმებული საპროცესო შეთანხმების გაუქმებას ითხოვს. - ამის...

ბრალდებებისთვისაც მზად ვართ, მთავარია, ეს ბრალდებები არ იყოს-მდინარაძე ღარიბაშვილზე

მოდი, მე მის მიზნებზე არ ვისაუბრებ, შევიკავებ ამისგან თავს, პატიმრობაში მყოფი კაცია და ვფიქრობ,...

ენგურის ხიდზე რიგითი მოქალაქეებისთვის საწვავის გადატანაზე შეზღუდვა მოქმედებს

მაშინ, როცა „ქართული ოცნება“ ოკუპირებულ აფხაზეთში საწვავის შეტანას ჰუმანიტარული მოტივითა და დეფიციტის აღმოფხვრის საჭიროებით...

თამარ ბაჩალიშვილის მამა საქმის ჩაფარცხვის 3 მაღალჩინოსანს ასახელებს

ვინ ჩაფარცხა თამარ ბაჩალიშვილის საქმე - გარდაცვლილი გოგოს მამა "ოცნების" 3 მაღალჩინოსნის გვარს ასახელებს....