პირველი ლედის მისია. სანდრა რულოვსი და მაკა ჩიჩუა

0
436
რა განსხვავებაა სანდრა რულოვსსა და მაკა ჩიჩუას შორის? – ამ სათარურით აქვეყნებს ,,პრესა გე ''  ჟურნალისტ ანა ბერიძის სტატიას, რომლის ძირითადი არსი არის არა იმდენად  ამ ორი ქალბატონის პიროვნული შედარება, არამედ ზოგადად  ქვეყნის პირველი ლედის მისიაზე ნაფქრის გაზიარება მკითხველისათვის:  ,,პრინცესა დაიანობას და ლორა ბუშობას ქართველ პირველ, მეორე, მესამე ლედებს არავინ სთხოვს, მაგრამ ქვეყანაში, სადაც ამდენი სოციალურად დაუცველია, ამდენი პრობლემაა, ამხელა გაჭირვებაა – მატერიალური, მორალური, ადამიანური, იდეურობას რომ თავი დავანებოთ, სულ პრიმიტიული ქმედებებით მაინც ხომ უნდა გამოჩნდეს რომელიმე ქალბატონი?  – წერს ჟურნალიტი. გთავაზობთ სტატიას უცვლელად.
 
რამდენიმე წლის წინ, მაშინ როცა საქართველოს პრეზიდენტი ჯერ კიდევ მიხეილ სააკაშვილი იყო, მაშინდელმა პირველმა ლედიმ, სანდრა რულოვსმა საკმაოდ პირდაპირი და შეულამაზებელი განცხადება გააკეთა. 
 
კერძოდ, სანდრამ ქართველ დედებს რეკომენდაცია მისცა: ქართველი ქალები სპორტში ნაკლებად არიან ჩართულები, განსაკუთებით, ეს ეხებათ დედებს. ამიტომ სასურველია, სიგარეტის მოწევის და ჭორაობის ნაცვლად, შვილებთან ერთად იარონ სპორტზე, აუზზე, შვილებსაც მაგალითი მისცენ და საკუთარ თავებსაც მოუარონო. 
 
ამ განცხადებამ "ქართველობის წართმევით" ფობიაშეყრილი საზოგადოების ნაწილის დიდი აღშფოთება გამოიწვია. ერთ-ერთმა პარტიამ სპეციალური პრესკონფერენციაც კი მოიწვია, სადაც პარტიის წარმომადგენელმა ქალბატონმა საქართველოს ევროპელი პირველი ლედი ქართველი დედების შეურაცხყოფაში დაადანაშაულა. 
 
დიდი აჟიოტაჟი ატყდა ქართულ პრესაშიც და საბოლოდ "დაასკვნეს," რომ სანდრა რულოვსი, რომელმაც თავისი სოციალური აქტივობებით, ფონდებით, 24 საათიანი მუხლჩაუხრელი შრომით, უამრავი საქველმოქმედო ღონისძიებებით ასეულობით ქართველი ქალი მკერდის კიბოს გადაარჩინა, საქართველო ისე შეიყვარა, როგორც ქართველმა და უამრავჯერ დაამტკიცა საქმით ეს სიყვარული და ერთგულება, თურმე ჩვენი ქვეყნის და ქართველი ქალების მტერია.
 
გავიდა დრო, შეიცვალა ხელისუფლება. დღეს საქართველოს ახალი პირველი ლედი ჰყავს. საზოგადოება მეტ-ნაკლებად იცნობს პრემიერის მეუღლესაც, მინისტრების ცოლებს თუ დედაქალაქის მერის მეორე ნახევარს და სხვებს. 
 
მოდით, გადავხედოთ რა სოციალურ აქტივობებს ახორციელებენ ეს ქალბატონები, რომლებსაც ადამიანურს რომ თავი დავანებოთ, მსოფლიო მასშტაბის პროტოკოლითაც კი ევალებათ რომ ხალხზე იზრუნონ. 
ახალი ხელისუფლების მოსვლის შემდეგ, წამყვანი ფიგურების მეუღლეები საზოგადოებამ სხვადასხვა ფორმით გაიცნო. 
 
კერძოდ, თუ რა დაწერა სოციალურ ქსელში თავისი პატარა ვაჟის შესახებ პირველმა ლედიმ სათაურით – "ჩემი პაწუკააა", როგორი კაბა ჩაიცვა ამადაამ შეხვედრაზე დედაქალაქის მერის ცოლმა, რომელ "საღამოზე "გააჯაზა" პრეზიდეტის ქალიშვილმა მავან ცნობილ ახალგაზრდებთან ერთად, როგორი ბეწვის ქურქით მივიდა ოპერაში ესა და ეს მიმზიდველი ქალბატონი, თავის გავლენიან მეუღლესთან ერთად, როგორი პომიდორი მოიყვანა აგარაკზე  უფუნქციო პრეზიდენტმა და ასე შემდეგ. 
 
არცერთი სოციალური შინაარსის გამოსვლა, არცერთი აქტივობა… ან ძალიან იშვიათად – სადღაც წელიწადში ერთხელ "გამონათება", გრძელვადიან და პერმანენტულ საქველმოქმედო საქმიანობაზე ხომ საუბარიც აღარააა.
 
პრინცესა დაიანობას და ლორა ბუშობას ქართველ პირველ, მეორე, მესამე ლედებს არავინ სთხოვს, მაგრამ ქვეყანაში, სადაც ამდენი სოციალურად დაუცველია, ამდენი პრობლემაა, ამხელა გაჭირვებაა – მატერიალური, მორალური, ადამიანური, იდეურობას რომ თავი დავანებოთ, სულ პრიმიტიული ქმედებებით მაინც ხომ უნდა გამოჩნდეს რომელიმე ქალბატონი? – ეს კითხვა, გარემოებების გათვალისწინებით, რიტორიკულად რჩება.
 
ორი დღის წინ, საქართველოს ერთ-ერთმა წამყვანა ტელევიზიამ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის ოჯახის შესახებ კიდევ ერთი სიუჟეტი გვიჩვენა. ყოფილი პრეზიდენტის ვაჟმა მსოფლიოს ერთ-ერთი წამყვანი უნივერსიტეტი წარჩინებით დაასრულა. 
 
ედუარდ სააკაშვილი საზოგადოების წინაშე მშვენიერ ევროპელ გოგონასთან ერთად გამოჩნდა, რომელიც მიხეილ სააკაშვილმა საზოგადოებას გააცნო, როგორც მისი შვილის შეყვარებული. 
 
პრეზიდენტის ვაჟის პირველი კითხვა ქართველი ჟურნალისტის მიმართ იყო, რატომ ჩამოხვედით, რატომ დაგაინტერესათ ჩემმა ამბავმაო? 
 
როგორც ჩანს, საქართველოს ელიტაში, ისევე როგორც სხვა კუთხით, ამ მხრივაც ბევრი რამ შესაცვლელია, თორემ ნამდვილად მკვეთრი განსხვავებაა იგივე სააკაშვილის ვაჟის და მარგველაშვილის ქალიშვილის ცხოვრებას შორის, რომლის პრიორიტეტიც 24/7 ღამის კლუბები და გართობაა. საზოგადოებრივი აქტივობა კი მხოლოდ მაშინ ახსენდება, როცა რომელიმე მის მეგობარს მორიგ კრიმინალურ საქმეზე დააკავებენ.'' ნატქვამია ანა ბერიძის სტატიაში.
რომელსაც ,,პრესა გე'' აქვეყნებს.
 
 
,,ოდიში ნიუსი'' დასძენს, რომ დღეს სანდრა რულოვსი მედიკოსების ჯგუფთან  ერთად სვანეთში ჩავიდა. იგი აგრძელებს აქტიურ საქმიანობას, რომელივ  სოციალურად დაუცველთათვის უმძიმესი ცხოვრებისეული პრობლემების შემსუბუქებაზე , მათ შორის სამედიცინო დახმარების ხელმისაწვდომობის გაუმჯობესებაზეა მიმართული.
წინა სტატიარუსეთი გასაგებია, მაგრამ რას გვერჩიან ქართველ დევნილებს ოფიციალური სომხეთი და ბელარუსი, მით უმეტეს – ზიმბაბვე
შემდეგი სტატიასინოდის რიგგარეშე სხდომა რამდენიმე დღეში გაიმართება
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური