მთავარისიახლეებიმსოფლიოფილიპინების ერთერთ უმსხვილეს ტურისტულ კომპლექსზე თავდასხმა მოხდა

ფილიპინების ერთერთ უმსხვილეს ტურისტულ კომპლექსზე თავდასხმა მოხდა

Published on

წუხელ  ფილიპინების დედაქალაქ მანილაში  ერთერთ უმსხვილეს ტურისტულ კომპლექსზე  თავდასხმა  მოხდა. 
 
“როიტერის” ცნობით,   ტურისტული  კომპლექსის Resorts World -ის ერთერთ სასტუმროში  ნიღბიანი მამაკაცი შეიჭრა და ცეცხლი გახსნა,   შემდეგ კი ხანძარი გააჩინა.   როგორც ამბობენ, მან განადგურა მთელი მეორე სართული, სადაც კაზინოა განთავსებული, კაზინოს ერთერთი კლიენტი ამბობს, რომ თავდამსხმელმა  სათამაშო მაგიდას ცეცხლგამჩენი სითხე  გადაასხა და ცეცხლი  წაუკიდა. დაცხრილა,ადგილზე მობილიზებული იყო პოლიციისა და სასწრაფო დახმარების ჯგუფები. 
 
CNN Philippines და ადგილობრივი მედია საუბრობს 30 დაშავებულზე, ყველა საავადმყოფოშია გადაყვანილი. რაც შეეხება დაღუპულებს, 
სამართალდამცველების ინფორმაციით, უმეტესობა კვამლისგან არის გაგუდული მათი რაოდენობის შესახებ ზუსტი ინფორმაცია არ ვრცელდება, ჯერჯერობით სახელდება 8 დაღუპული.  
 
თვითმხილველთა ინფორმაციით, სასტუმროდან სროლებისა და აფეთქებების ხმა გამოდიოდა, შენობიდან ხალხი გამორბოდა,  ბევრი პირდაპირ ფანჯრებიდან ხტებოდა.
 
როგორც ცნობილი გახდა, თავდამსხმელმა თავი მოკლა. მომხდარზე პასუხისმგებლობა ტერორისტულმა დაჯგუფება „ისლამურმა სახელმწიფომ“ აიღო. თუმცა ადგილობრივი პოლიცია არ ადასტურებს რომ ეს ტერაქტია. როგორც ფილიპინების პოლიციის ხელმძღვანელი რონალდ დე ლა როსა აცხადებს, ძირითად ვერსიად განიხილება ძარცვის მცდელობა. – მისი თქმით, თავდამსხმელმა გაიტაცა მილიონზე მეტი ფილიპინური პესოს  (20 ათასი დოლარის) ღირებულების ,,ფიშკა'', თუმცა კარამდე ვერ მივიდა, იგი პოლიციელებმა ორმხრივ სროლაში მოკლეს. 
 
ამ ვერსიას ამყარებს ისიც, რომ თავდამსხმელს დამიზნებით არც  სასტუმროს ბინადრებისთვის  და არც პოლიციელებისთვის უსვრია, – ყველა დაღუპული და დაშავებული ან ჭყლეტას ემსხერპლა ან ფანჯრიდან გადმოხტომისას დაზიანდა.- იუწყება CNN.
ტურისტულ კომპლექსში Resorts World Manila შედის ოთხი სასტუმრო,   ქვეყნის უმსხვილესი კაზინო, სავაჭრო კომპლექსი, რესტორნები და კინოთეატრები. მას წინამდებარე საერთაშორისო აეროპორტისგან მხოლოდ ავტომაგისტრალი ყოფს 

 

 

სიახლეები

რუსეთმა უკრაინაში კიევ-პეჩერის ლავრის მიძინების ტაძარი დაბომბა

რუსეთმა კიევზე ბალისტიკური რაკეტებით მორიგი იერიში მიიტანა და კიევ-პეჩერის ლავრის მიძინების ტაძარი დაბომბა, რომელიც...

შსს-მესტიაში დამატებით 76 ე.წ. მაინერი ამოვიღეთ

შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, მესტიის მუნიციპალიტეტში ჩატარებული ჩხრეკების შედეგად, დამატებით...

ერთიანი ეროვნული გამოცდები 2 ივლისს დაიწყება

2026 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდები 2 ივლისს დაიწყება და 22 ივლისს დასრულდება. ინფორმაციას გამოცდების...

აშშ-სა და ირანს შორის „სამშვიდობო შეთანხმება“ მიღწეულია

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ირანთან შეთანხმება დასრულებულია. ტრამპმა Truth Social-ზე გამოაქვეყნა პოსტი,...