შინაგან საქმეთა მინისტრისა და სუს-ის ხელმძღვანელის გადადგომას ითხოვს აზერბაიჯანელი ჟურნალისტის გაუჩინარებასთან დაკავშირებით ოპოზიცია. ისინი ხელისუფლებისგან არსებულ კითხვებზე კონკრეტულ პასუხებს ითხოვენ.„დღეს არცერთი მოქალაქე არ არის დაცული იმისგან, რომ გაუჩინარდეს ჩვენს ქუჩებში და აღმოჩნდეს სრულიად სხვაგან. ასე რომ, საფრთხე მიადგა არა მხოლოდ უსაფრთხოებას და ადამიანის ბედს, არამედ ქვეყნის ბედს და პასუხისმგებლობა მთლიანად მთავრობამ უნდა აიღოს,“ – ამბობს ენმ-ის წევრი ხატია დეკანოიძე.ძალოვანი უწყებების ჩამოშლაზე საუბრობენ ევროპულ საქართველოში.„აქ მნიშვნელოვანია ის, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სრული ჩამოშლა, ასევე შს სამინისტროს სრული ჩამოშლა არის სახეზე,“ – აცხადებს თენგიზ გუნავა.საპარლამენტო უმრავლესობაში კი აქცენტს გამოძიების დროულად დასრულების მნიშვნელობაზე აკეთებენ, რათა საზოგადოებაში მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით კითხვის ნიშნები არ დარჩეს. ქართულ ოცნებაში თანხმდებიან, რომ საქმის ობიექტური გამოძიება სახელმწიფოს ღირსების საკითხია.„წინასწარ დასკვნების გამოტანა, სანამ ბოლომდე დადგენილი არ არის რა მოხდა, არის ნაჩქარევი, შეიძლება იყოს სიმართლე ან არ იყოს სიმართლე და ჩვენ არასწორი დასკვნებისაკენ წავიდეთ. აქედან გამომდინარე, გამოძიების ვალდებულებაა, დაადგინოს რა მოხდა სინამდვილეში, იმ შემთხვევაში თუ მოხდა ცუდი რამე, მაშინ გარკვეული პასუხისმგებლობის საკითხი უნდა დადგეს, იმ შემთხვევაში თუ ასე არ იყო და ჩვენ ვისმენთ საპირისპირო განცხადებებსაც, რომ ის ქალაქის ცენტრიდან არ გამქრალა სინამდვილეში, ამ შემთხვევაში გამოდის, რომ ყველა განცხადება არის პროვოკაცია,“ – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
სიახლეები
სიახლეები
პროკურატურა 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულ გიორგი კირვალიძესთან გაფორმებული საპროცესო შეთანხმების გაუქმებას ითხოვს
პროკურატურა 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულ გიორგი კირვალიძესთან გაფორმებული საპროცესო შეთანხმების გაუქმებას ითხოვს. - ამის...
სიახლეები
ბრალდებებისთვისაც მზად ვართ, მთავარია, ეს ბრალდებები არ იყოს-მდინარაძე ღარიბაშვილზე
მოდი, მე მის მიზნებზე არ ვისაუბრებ, შევიკავებ ამისგან თავს, პატიმრობაში მყოფი კაცია და ვფიქრობ,...
საზოგადოება
ენგურის ხიდზე რიგითი მოქალაქეებისთვის საწვავის გადატანაზე შეზღუდვა მოქმედებს
მაშინ, როცა „ქართული ოცნება“ ოკუპირებულ აფხაზეთში საწვავის შეტანას ჰუმანიტარული მოტივითა და დეფიციტის აღმოფხვრის საჭიროებით...
საზოგადოება
თამარ ბაჩალიშვილის მამა საქმის ჩაფარცხვის 3 მაღალჩინოსანს ასახელებს
ვინ ჩაფარცხა თამარ ბაჩალიშვილის საქმე - გარდაცვლილი გოგოს მამა "ოცნების" 3 მაღალჩინოსნის გვარს ასახელებს....