,,ნაციონალური მოძრაობა“ შს მინისტრის და სუს-ის ხელმძღვანელის გადადგომას ითხოვს

0
391
,,ნაციონალური მოძრაობა“ აზერბაიჯანელი ჟურნალისტის გაუჩინარების ფაქტთან დაკავშირებით შს მინისტრის და სუს-ის ხელმძღვანელის გადადგომას ითხოვს. 
როგორც გუშინ პარლამენტში გამართულ ბრიფინგზე სალომე სამადაშვილმა აღნიშნა, მსგავსი სპეცოპერაცია საქართველოს პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილების გარეშე ვერ ჩატარდებოდა, რადგან ასეთი სახის სპეცოპერაცია უმაღლესი პოლიტიკური დონის შეთანხმებას მოითხოვს. 
 
„24 საათი გავიდა მას შემდეგ, რაც საქართველოს ტერიტორიიდან დაიკარგა აზერბაიჯანელი ჟურნალისტი და შემდგომ აღმოჩნდა აზერბაიჯანელი სამართალდამცველების ხელში. ჩვენ ვხედავთ, რომ ქართული ხელისუფლების წარმომადგენლების განცხადებები იმასთან დაკავშირებით, თუ რა მოხდა, სულ უფრო და უფრო აბსურდული ხდება. დღეს აქ, პარლამენტშიც დავინახეთ, რომ უმრავლესობის წარმომადგენლებს არანაირი ინტერესი არ აქვთ დაადგინონ სიმართლე. მიგვაჩნია, რომ ის, რაც მოხდა, სრულიად ნათელი მაგალთია იმის, რომ საქარველოში ჩამოიშალა უშიშროებისა და უსაფრთხოების სისტემა. ეს კი პირდაპირ ხელისუფლების პასუხისმგებლობაა.
 
რეალურად საქართველო ბრუნდება იმ ბნელ წარსულში, როდესაც ქუჩიდან ხალხის გატაცება იყო ჩვეულებრივი მოვლენა და ამაზე პასუხი უნდა აგოს დღევანდელმა ხელისუფლებამ. თუ აზერბაიჯანელი ჟურნალისტის გატაცებაში საქართველოს სამართალდამცველი უწყების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ, მაშინ საქმე გვაქვს სისხლის სამართლის დანაშაულთან, რომელიც უნდა გამოიძიონ. 
 
ხაზგასმით უნდა ითქვას, რომ მსგავსი სპეცოპერაცია ვერ ჩატარდებოდა საქართველოს პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილების გარეშე, რადგან უმაღლესი პოლიტიკური დონის შეთანხმებას მოითხოვს ასეთი სპეცოპერაცია. 
 
თუ ჩვენი სამართალდამცველები არ მონაწილეობდნენ ამ ოპერაციაში, მაშინ ჩვენს ქვეყანაში სრულიად ჩამოშლილია უსაფრთხოების სისტემა და ნებისმიერი ადამიანი შეიძლება თბილისის ქუჩებიდან გაიტაცონ დღეს ან ხვალ. ერთადერთი ადეკვატური პასუხი და მოთხოვნაა შს მინისტრი და სუს-ის ხელმძღვანელის დაუყოვნებლივ გადაყენება თანამდებობიდან. ჩვენი ქვეყნის საერთაშორისო იმიჯს მიადგა უზარმაზარი დარტყმა იმით, რაც მოხდა“, – განაცხადა სალომე სამადაშვილმა.
წინა სტატიაჯეჯელავა: “ლურჯი ვეშაპი არანაირი თამაში არ არის და მხოლოდ თვითდაზიანებაა”
შემდეგი სტატიაშემოსავლების სამსახურმა სენაკში უაქციზო სიგარეტი ამოიღო
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური