მთავარისიახლეებიპოლიტიკამთავრობამ მუნიციპალიტეტების გაერთიანებას მხარი დაუჭირა

მთავრობამ მუნიციპალიტეტების გაერთიანებას მხარი დაუჭირა

Published on

საქართველოს მთავრობამ მუნიციპალიტეტების გაერთიანებას მხარი დაუჭირა. რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის ზურაბ ალავიძის განცხადებით, 14 მუნიციპალიტეტის შეერთების შედეგად შეიქმნება 7, ანუ დღესდღეობით სულ არსებული 71 თვითმმართველი მუნიციპალიტეტის ნაცვლად, ცვლილების შემდეგ 64 დარჩება.
 
„პირველ რიგში, მინდა გამოვეხმაურო არსებულ სპეკულაციებს და ვთქვა, რომ ეს ცვლილებები არანაირად არ ეხება არჩევითობის წესს და ყველა ქალაქი კვლავინდებურად ისარგებლებს ქალაქის სტატუსით. ასევე, მუნიციპალეტეტების საკრებულოებში პროპორციულად შევლენ ქალაქებში არჩეული დეპუტატები. რეფორმის მიზანია მივიღოთ უფრო ეფექტიანი მართვის მოდელი, რათა უფრო ოპერატიულად მოვაგვაროთ მუნიციპალიტეტებში არსებული პრობლემები. გაიზრდება საკრებულოს ფუნქციები და მოქალაქეების ჩართულობა. რეფორმის შედეგად ყველა მუნიციპალიტეტში უმაღლესი თანამდებობის პირი იქნება არჩეული მერი. იგეგმება კოლეგიალური ორგანოების შექმნა მერიებში, რომ ერთპიროვნულად გადაწყვეტილება არ იყოს მიღებული. ასევე, საკრებულოების როლი იზრდება გამომდინარე იქიდან, რომ მერი სამსახურის უფროსების და მოადგილეების კანდიდატურებს საკრებულოებს წარუდგენს“, – განაცხადა ალავიძემ.
 
მისივე თქმით, მთავრობა ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსში შესატან ცვლილებათა მეორე პაკეტის მომზადებასაც გეგმავს, რომელიც პარლამენტის საშემოდგომო სესიაზე განიხილება.

სიახლეები

ბაღიდან გათავისუფლებული ხათუნა გოგუა ზუგდიდის მერს ღია წერილით მიმართავს

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ინგირის („წითელქუდას“) საბავშვო ბაღის დამფუძნებელი და ხელმძღვანელი ხათუნა გოგუა 2026 წლის...

ძალიან რთული აღმოჩნდა პოლიტიკაში ყოფნა -ოზურგეთის მერი გადადგა

 ოზურგეთის მერი გადადგა  ამის შესახებ პაატა კუნჭულიამ სოციალურ ქსელში დაწერა:  "მსურს, ვაცნობო საზოგადოებას, რომ მივიღე...

“გლოვოს“ კურიერზე თავდასხმის საქმეზე კიდევ 2 არასრულწლოვანი დააკავეს

“გლოვოს“ კურიერზე ძალადობის ბრალდებით კიდევ 2 არასრულწლოვანი დააკავეს, რომლებიც მიმალვაში იმყოფებოდნენ. საქმეზე სულ დაკავებულია...

ყალბ ოქროს ნივთებს ალომბარდებდნენ და თანხას იღებდნენ – დაკავებულია 2 პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის გარდაბნის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის...