რუსთავისა და მარნეულის მიტროპოლიტმა მეუფე იოანემ ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, რომ ჭყონდიდის მიტროპოლიტის, მეუფე პეტრე ცაავას საკითხს წმინდა სინოდის სხდომაზე განიხილავენ.მისი თქმით, ჭყონდილელი მიტროპოლიტის ქმედებებსა და განცხადებებს სინოდი გარკვეულ შეფასებას მისცემს:"სინოდი განიხილავს მას საკითხს. ეს არ არის კერძოდ ჩემი გადასაწყვეტი ან სათქმელი. როდის განიხილება საკითსი, თარიღი ჩვენ არ ვიცით წინასწარ", – აღნიშნა რუსთავისა და მარნეულის მიტროპოლიტმა.